ავტოსპორტი

3:23 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი: „მერსედესის“ ძრავით „რედ ბული“ დომინანტი იქნებოდა

მაქს ფერსტაპენი დარწმუნებულია, რომ „მერსედესის“ ძრავს რომ იყენებდეს, „რედ ბული“ ფორმულა 1-ში დომინანტი ძალა იქნებოდა.

„რენოს“ ძრავებით, სებასტიან ფეტელთან ერთად, „რედ ბულმა“ მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტული (2010-13 წლებში) მოიგო, მაგრამ ჰიბრიდულ ძრავებზე გადასვლის შემდეგ, სამქიმიანებს ვერავინ სჯობნის. მათაც ზედიზედ ოთხი ტიტული მოიგეს, რომელთაგან სამს ლუის ჰამილტონი დაეუფლა, ერთს კი - ნიკო როსბერგი.

ფერსტაპენი დარწმუნებულია, რომ „რედ ბულის“ შასი კვლავ უმაღლეს დონეზეა და ახლა საჭიროა, რომ ძრავიც გაუმჯობესდეს. „ჩვენ რომ „მერსედესის“ ძრავებს ვიყენებდეთ, ვერავინ დაგვეწეოდა“, - ამბობს ჰოლანდიელი.

მართალია, გასულ სეზონში „რენომაც“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი ძრავი, მაგრამ ის მაინც „მერსედესის“ და „ფერარის“ ძრავებზე სუსტი იყო და მხოლოდ „ჰონდას“ აგრეგატს სჯობდა. ფრანგული კომპანიის ძალური დანადგარის ყველაზე პრობლემური ნაწილი MGU-H იყო.

გასულ სეზონში „რედ ბულისგან“ ბევრი ტიტულისთვის ბრძოლას მოელოდა, რადგან ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებამ, მანქანის კონკურენტუნარიანობაში აეროდინამიკის როლი გაზარდა, ამაში კი ხარები მაგრები არიან, რადგან მათ ამ საქმის გურუ, ედრიან ნიუი ჰყავთ. მაგრამ „რედ ბულის“ ნაცვლად, „მერსედესის“ მთავარი კონკურენტის როლში „ფერარი“ მოგვევლინა. თუმცა, „რედ ბულის“ პილოტებმა სამი რბოლის (ბაქოში დანიელ რიკარდომ, მალაიზიასა და მექსიკაში კი - ფერსტაპენმა) მოგება მაინც მოახერხეს.

„ჩვენმა ინჟინრებმა სეზონის დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ რომ მცირე წინაღობის კონფიგურაცია გამოგვეყენებინა. მაგრამ ბევრი მიზეზის გამო, ამან არ იმუშავა. ალბათ საქმეს ზედმეტად ოპტიმისტურად მოვეკიდეთ. გუნდმა სწრაფად გამოასწორა სიტუაცია, მაგრამ სეზონი უკვე წაგებული გვქონდა“, - ყვება ფერსტაპენი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111073