სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:30 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: დავითი და გოლიათი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ სათამაშო დღეს "იუვენტუსი" - "ტოტენჰემის" გარდა, მეორე მატჩიც გაიმართება: “ბაზელი” – “მანჩესტერ სიტი”.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ინგლისური გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტია და პრინციპში, ამის ვარაუდს დიდი ფილოსოფოსობა არც სჭირდება. დღეს სიტუაცია ასეთია – “სიტი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. ამის თქმის საფუძველს სეზონის სტარტიდან დღემდე “ქალაქელთა” ფანტასტიკური თამაშის ხარისხი და შედეგები იძლევა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვნით განვლო და პრემიერლიგაში უკვე კარგა ხანია ჩემპიონობა ფაქტობრივად გაფორმებული აქვს. მოკლედ, ახლა “სიტის” თავისუფლად შეუძლია კონცენტრირება სრულად ჩემპიონთა ლიგაზე მოახდინოს.

“ბაზელისთვის” კი მერვედფინალიც ჩინებული შედეგია, თანაც უდაოდ. შვეიცარიის ჩემპიონი ასეთი მიღწევით განებივრებული სულაც არაა და რაფაელ ვიკის გუნდი ინგლისურ გუნდთან მატჩს ყოველგვარი წნეხის გარეშე ხვდება. შვეიცარიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ცსკა-ს და ლისაბონის “ბენფიკას” აჯობეს და ვნახოთ რა გამოუვათ აშკარა ფავორიტთან.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს ვაილატი დააკლდებათ, ხოლო ზუფისა და ბალანტას თამაში ეჭვქვეშაა. პეპ გვარდიოლა კი მენდისა და გაბრიელ ჟესუსის გარეშე ითამაშებს.

რაფაელ ვიკი (“ბაზელის” მთავარი მწვრთნელი): “მანჩესტერ სიტის” არსებითად სუსტი წერტილები არ აქვს. შეუძლია სათამაშო სტილი იმის მიხედვით შეცვალოს, როგორი მეტოქეც ჰყავს. ჰყავს უმაღლესი ხარისხის მწვრთნელი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები “ბარსელონაში” და “ბაიერნში” დაამტკიცა. ეს წარმოუდგენლად ძლიერი გუნდია.

როდესაც ბურთი გვექნება, გამბედავები უნდა ვიყოთ. ყველაფერი იდეალურად უნდა გავაკეთოთ თუ გვინდა, რომ გულშემატკივარი გავაკვირვოთ”.

პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ჩემპიონთა ლიგაზე “ბაზელი” 5 მცველით თამაშობს და ჯგუფურ ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა. ეს ძლიერია გუნდია, რომელიც დაცვაში ძალიან ორგანიზებულია. გარდა ამისა, კონტრშეტევებიც კარგად გამოსდის. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ძალიან რთული იქნება, განსაკუთრებით მათ მოედანზე. თუმცა, ჩვენ დარწმუნებულები ვართ საკუთარ თავში.

ჩვენი მიზანია უკეთ გამოვიდეთ, ვიდრე გასულ სეზონში და შესაბამისად, მეოთხედფინალში უნდა გავიდეთ. ჩემთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა. ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში დებიუტი სწორედ ბაზელში მქონდა, როდესაც “ბარსელონას” ვთავკაცობდი”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაზელი, “სენტ იაკობს პარკი”

13 თებერვალი, 23:45 საათი

“ბაზელი” (3-4-3): ვაცლიკი; ლაკრუა, სუხი, ბალანტა; ლანგი, ფრეი, ჯაკა, პერტრეტა; ელიონუსი, ვან ვოლფსვინკელი, ობერლინი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

“მანჩესტერ სიტი” (4-5-1): ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტე, ზინჩენკო; ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა, დავიდ სილვა, დე ბრუინი, სტერლინგი; აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ფაქტები

“ბაზელი”

“ბაზელი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მესამე იმყოფება. 2011-2012 წლების სეზონში შვეიცარიელებმა შინ “ბაიერნი” 1:0 დაამარცხეს, მაგრამ მერე სტუმრად 0:7 განადგურდნენ. ეს “ბაზელის” ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია ევროსარბიელზე.

2014-2015 წლების სეზონში კი, “ლურჯ-წითლები” “პორტუს” საკუთარ მოედანზე დაუზავდნენ (1:1). თუმცა პორტუგალიაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს.

“ბაზელმა” მიმდინარე სეზონში უკვე დაამარცხა მანჩესტერული გუნდი – “იუნაიტედი” შინ 1:0 (“ოლდ ტრაფორდზე” 0:3 წააგო). ჯგუფში შვეიცარიელებმა 12 ქულა დააგროვეს და ეს მათთვის ყველაზე მაღალი შედეგია.

სანამ, “ბაზელი” მეორე ტურში “ბენფიკას” (5:0) დამაარცხებდა, იქამდე ევროსარბიელზე მიჯრით 9 თამაში არ ჰქონდა მოგებული (3 ფრე, 6 წაგება).

გასულ სეზონში “ბაზელი” “არსენალთან” სახლში 1:4 დამარცხდა. 2013-2014 წლებიდან მოყოლებული “სენტ იაკობს პარკზე” 25 მატჩიდან მხოლოდ 6 აქვს წაგებული.

“ბაზელი” ინგლისური გუნდების წინააღმდეგ: 7 მოგება, 8 ფრე, 13 წაგება (სახლში – 6 მოგება, 3 ფრე, 5 წაგება).

“სიტი”

“სიტის” მერვედფინალში ოთხჯერ აქვს ნათამაშები. გასულ სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდი “მონაკოსთან” დამარცხდა (5:3, 1:3). გარდა ამისა, “ქალაქელები” 2013-2014 და 2014-2015 წლებში “ბარსელონასთან” ორჯერ დამარცხდნენ. ინგლისელებმა მეოთხედფინალში გასვლა აქამდე ერთადერთხელ შეძლეს. 2015-2016 წლების სეზონში დაამარცხეს რა, კიევის “დინამო” (3:1, 0:0).

2015-2016 წლების სეზონი ერთადერთია, როდესაც “სიტი” ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალური ეტაპიც გადალახა.

“სიტის” შვეიცარიულ გუნდთან აქამდე არასდროს უთამაშია.

ჯგუფში ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ გვარდიოლას გუნდი ბოლო ტურში “შახტართან” დამარცხდა (1:2). სტუმრად სძლია “ფეიენოორდს” (4:0), და “ნაპოლის” (4:2).

“სიტის” გასულ სეზონში სტუმრად არ მოუგია. დამარცხდა “ბარსელონასთან” (0:4) და “მონაკოსთან” (1:3), ხოლო “სელტიკთან” (3:3) და “გლადბახთან” (1:1) ფრე ითამაშა. ბოლო ათ საგარეო მატჩში კი ასეთი მაჩვენებელი აქვს: 3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება.

“ბარსელონასთან” წაგება “სიტისთვის” ევროსარბიელზე ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია ისტორიაში.

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

როდესაც პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” ავარჯიშებდა, “ბაზელს” შინ 5:0 მოუგო, ხოლო სტუმრად ფრეს გამორჩა (1:1). ეს 2008-2009 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.

ევროტურნირებზე ფაბიან ფრეის 6 გოლი აქვს გატანილი და აქედან 3 ინგლისურ გუნდებთან. მათ შორისაა პირველი, 2011 წელს “მანჩესტერის” კარში გოლი (3:3). ასევე გაუტანა 2013 წელს “ტოტენჰემს” და 2014 წელს “ლივერპულს”.

“ტოტენჰემის” მაისურით კაილი უოლკერი “ბაზელთან” 2012-2013 წლების სეზონში უკვე დამარცხდა ევროპა ლიგაზე.

ფერნანდინიომ 2008 წელს “შახტარის” რიგებში “ბაზელს” გოლი გაუტანა (2:1).

2007 წლის დეკემბერში ვინსენ კომანი და მისი “ჰამბურგი” “ბაზელთან” უეფას თასზე დაზავდნენ (1:1).

რიკი ვან ვოლფსვინკელის გოლით “სპორტინგმა” 2012 წელს “სიტი” ევროპა ლიგიდან გამოთიშა.

ერთად უთამაშიათ

ჟოფრეი სერეი დიეს და იაია ტურეს (კოტ დივუარის ნაკრებში, 2013-2015)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.216831
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X