სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

22:13 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლ-ბრინჯაოების გრან სლემი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრან სლემი 4 მედლით დაასრულა. ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ) მიერ გუშინ მოპოვებულ ვერცხლს, დღეს ბექა ღვინიაშვილმაც ვერცხლი მიამატა, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) – ბრინჯაოები.

ბექა ღვინიაშვილს უმაღლეს ტიტულამდე იაპონელი სოიჩირო მუკაის ძლევა დააკლდა. ფინალი მხოლოდ 15 წამს გაგრძელდა და ალბათ თითქმის ყველასთვის მოულოდნელად, მუკაის მიერ შესრულებული იპონით დაგვირგვინდა. გდებისას ქართველმა ძიუდოისტმა ფეხი იტკინა და ტატამიდან კოჭლობით გავიდა.

დილის პროგრამაში ღვინიაშვილმა შთამბეჭდავად იჭიდავა. აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასულუ ორწუთნახევარში შებოჭა. სამხრეთკორეელ ჯაეიონგ ლის წუთნახევარი აკმარა სუფთა გდებისთვის. მეოთხედფინალში გერმანელ ედუარდ ტრიპელსაც ვადაზე ადრე სძლია, ისევ ეფექტური გდებით. ნახევარფინალში კი იაპონელი კენტა ნაგასავა დაანარცხა ბეჭებით ტატამს.

გულდასაწყვეტი ფინიშის მიუხედავად, პარიზის გრან სლემი ბექა ღვინიაშვილისთვის მაინც წარმატებულია, რადგან ვერცხლის პრიზიორობით გამომუშავებული 700 ქულით 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის პოზიცია გაინაღდა.

ევროპის 3-გზის პრიზიორი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შემავალ ტურნირებზე საპრიზო სამეულში ბოლოს 2016 წლის მაისში მოხვდა. მაშინ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. შარშან ერთი წონით მაღლა – 81 კილოგრამში აიწია და შედარებით დაბალი რანგის საერთაშორისო ტურნირების პოდიუმზეც ავიდა. ამ რანგის შეჯიბრებაზე კი მედალს პირველად დაეუფლა.

საფრანგეთში ტატალაშვილის წარმატება მნიშვნელოვანწილად მისმა ჩვეულმა, შეუპოვარმა ჭიდაობამ განაპირობა. ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრაში სული და გული ჩადო, ბოლომდე დაიხარჯა და ბრწყინვალე საბრძოლო ჟინით ძალიან ბევრი ნეიტრალური მაყურებლის გულიც მოიგო.

გრან სლემი ბრაზილიელი ლეანდრო გილეიროს სამ წუთში ძლევით გახსნა. შემდეგ იაპონელ ტაკეში სასაკის დაუპირისპირდა და მეორე დამატებულ წუთზე დასცა ბეჭებზე. არგენტინელი ემანუელ ლუცენტიც "ოქროს დროში” დაამარცხა, ვაზარით.

ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა მეოთხედფინალში ჩაეკეტა - ჩეხ იარომირ მუსილთან შეხვედრის მეორე წუთზე ვაზარიზე დაეცა და შებოჭვაზე მოჰყვა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ტატალაშვილმა ბულგარელ ივაილო ივანოვს მე-9 წუთზე შეუსრულა გადამწყვეტი ვაზარი. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ასევე დამატებით დროში აღებული ვაზარით სძლია ოლიმპიურ და მსოფლიოს 2-გზის პრიზიორს - კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს.

ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ) ბექა ღვინიაშვილის მსგავსად, შეეძლო ფრანგულ ტატამზე გაენაღდებინა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერობა. 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგსიაში მეორე პოზიციაზე მდგომ ქართველს მიზნის მისაღწევად, პარიზის გრან სლემზე რეიტინგის ლიდერისთვის - ჰოლანდიელი მიხაელ კორელისთვის უნდა ეჯობნა. მათი გზები ერთმანეთს ფინალამდე არ კვეთდა.

კორელმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა. ლიპარტელიანი კი ფინალურ ბლოკში ერთი წაგებით შევიდა, რომელიც მეოთხედფინალში, ფრანგ სირილ მარესთან იწვნია. შესაბამისად, ოქრო-ვერცხლის და გალიდერების შანსიც დილის პროგრამაშივე დაკარგა.

სირილ მარესთან შეხვედრამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ორი მეტოქე ჩამოიცილა. შეჯიბრება ამერიკელი ილ ლა სმიტის ვაზარით ძლევით გახსნა. ბელარუს დანიელ მუკეტეს კი სამ წუთში გაუსწორდა სუფთა გდებით.

რეპეშაჟის ნახევარფინალში "ლიპომ” შვედი მარტინ პაჩეკი ერთ წუთში გააკრა ტატამს. "ბრინჯაოს ფინალში” კი ხორვატი ზლატკო კუმრიჩი შებოჭა.

პარიზის გრან სლემის პოდიუმზე ვარლამ ლიპარტელიანი მეექვსედ ავიდა. აქამდე მის ანგარიშზე ორი ოქრო (2013 და 2015), ვერცხლი (2014) და ორი ბრინჯაო (2016 და 2017) იყო.

ტედი რინერს რომ 2018 წლის სეზონის პირველ სუპერტურნირზე ეჭიდავა, შეჯიბრების მთავარი ინტრიგა მისი და გურამ თუშიშვილის (+100 კგ) შესაძლო დაპირისპირება იქნებოდა. ოლიმპიური თამაშების 2-გზის, მსოფლიოს 10-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონისთვის – 29 წლის ფრანგი გოლიათისთვის 23 წლის ევროპის მოქმედ ჩემპიონ თუშიშვილს ჯერ ერთხელაც არ მოუგია, მაგრამ მის უმთავრეს კონკურენტად უკვე ბევრი ასახელებს.

ურინერო გრან სლემზე ქართველი მძიმეწონოსანი პირველ ნომრად იყო განთესილი და ნახევარფინალამდე მართლაც დამაჯერებლად იფავორიტა. ბელარუსი ულადისლაუ ციარპინსკი ეფექტური გდებით ვაზარიზე დასცა და უმალ შებოჭა. თავისზე მინიმუმ 20 კილოგრამით მძიმე ალჟირელი მუჰამედ ამინე ტაიები კი შეხვედრის დაწყებიდან ხუთიოდ წამში წამოიკიდა კისრულით და ბეჭებზე დაანარცხა.

ნახევარფინალში თუშიშვილი იაპონელ კოკორო კაგეურასთან შეხვედრისას ჰანსოკუ-მაკეთი დასაჯეს. მსაჯებმა ჩათვალეს, რომ ერთ-ერთ საჭიდაო ეპიზოდში მან მეტოქეს სახეში მუხლი განზრახ მიარტყა და მოხსნეს.

რეპეშაჟის ფინალში გურამ თუშიშვილი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს უნდა დასჭიდებოდა...

დღესვე, პარიზის გრან სლემზე საქართველოს სახელით კიდევ ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა, მაგრამ ოთხივემ დილის პროგრამაშივე დაკარგა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი.

ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) პარიზულ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა – ებრაელ საგი მუკისთან შეხვედრაში, ერთ წუთში ორჯერ დავარდა ვაზარიზე.

უშანგი მარგიანი (90 კგ) და ლევან მატიაშვილიც (+100 კგ) თითო ბრძოლით გამოეთიშნენ შეჯიბრებას.

მარგიანმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ მიხალ მარჩიტანთან ერთ წუთში, იპონით წააგო. ლევან მატიაშვილისთვის (+100 კგ) კი დაუძლეველი ზღუდე ალჟირელი მუჰამედ ამინე ტაიები აღმოჩნდა. ქართველი მძიმეწონოსანი საფინალო გონგამდე 7 წამით ადრე დავარდა ვაზარიზე.

ლაშა ტაველურმა (100 კგ) გრან სლემი სლოვაკი მიროსლავ ძურის ვაზარით ძლევით გახსნა. შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ მიხაელ კორელს დაუპირისპირდა და ვაზარითვე დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.10661
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X