ფეხბურთი

16:30 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოტა "რეალის" წინააღმდეგ არ ითამაშებს

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ ნახევარმცველი ტიაგუ მოტა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

"მოტა მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან რამდენიმე წუთი ითამაშა საფრანგეთის თასის ბოლო შეხვედრაში, თუმცა "რეალთან" საასპარეზოდ მზად არაა. იტალიელი სათამაშო გამოცდილებას ნელ-ნელა იღებს." - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს L`Equipe.

მიმდინარე სეზონში მოტამ ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა და მოედანზე მხოლოდ 16 შეხვედრაში გამოჩნდა და პირად აქტივში ერთი გოლი ჩაიწერა.

0.115743