ჩოგბურთი

19:55 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის თასი: საქართველომ ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფის პლეიოფში ავსტრია 2:1 დაამარცხა და მომავალ წელსაც ამავე ჯგუფში იასპარეზებს. ავსტრია კი მეორე ჯგუფში ითამაშებს.

პირველ დაპირისპირებაში სოფია შაფათავამ ჯულია გრაბერი 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა, მეორე მატჩში კი ეკატერინე გორგოძემ ბარბარა ჰაასთან 6:7, 6:2, 3:6 წააგო. მესამე შეხვედრა წყვილებს შორის გაიმართა, ოქსანა კალაშინიკოვამ და შაფათავამ გრაბერი-ჰაასის დუეტს სამსეტიან ბრძოლაში აჯობეს - 6:4, 3:6, 6:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110118