ფეხბურთი

20:59 | 9.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ქალაქ ფრანკფურტში გამართულ სხდომას ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრის რანგში ესწრებოდა. სხდომაზე სულ კომიტეტის ექვსი წევრი მიიწვიეს, რომელსაც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის საუბრის თემა ევროპარლამენტის მიერ გასულ წელს განხილული რეზოლუცია - „ფეხბურთის კარგი მმართველობა“ იყო.

სხდომაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ფეხბურთში არსებულ აქტუალურ თემებს, მათ შორის: საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტს, საფეხბურთო ორგანიზაციების ურთიერთობას სხვადასხვა სპორტულ უწყებებთან, მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და სხვა. სამუშაოს ჯგუფის მიზანია აღნიშნული თემების გათვალისწინებით მომზადდეს სპეციალური დოკუმენტი,რომელიც წარედგინება ჯერ უეფას აღმასრულებელ კომიტეტს, შემდეგ კი უეფას წევრ ყველა ასოციაციას.

gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11359