თამაშგარე

11:26 | 9.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტან-მკერდ-ბარძაყდალოცვილი ედურნე

ესპანელი გოლკიპერის, დავიდ დე ხეას ცოლი, მოდელი ედურნე გარსია ალმაგრო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს მოასპარეზე ფეხბურთელთა ცოლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებულია. ისე კი, ამ მართლაც ტან-მკერდ-ბარძაყდალოცვილი ასულის პოპულარობას, ათას ინფორმაციაზე გადამხტარი ბრიტანული ბულვარული მედიაც განაპირობებს.

თქვენც ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ბრიტანული მედია განსაკუთრებით წერს და აქცენტირებს მათზე, რომლებიც თავადაც ცდილობენ საზოგადოების ცენტრში ყოფნას და რა გასაკვირია, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბის მეკარის მოდელ ცოლს თან დიდი ყურადღება და პოპულარობა სდევდეს.

ედურნე გარსია ალმაგრო თავადაც მიხვდებოდით, რომ “იუნაიტედის“ გოლკიპერის თანამემამულეა, თუმცა ამჟამად ესპანეთთან საქმიანობის კუთხით აღარაფერი აკავშირებს და მისი სილამაზით ძირითადად მხოლოდ ბრიტთა ქვეყნის მკვიდრნი ტკბებიან. ცხადია არაბრიტანელნიც ვტკბებით, მაგრამ შორიდან და ვირტუალურად...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.203151