ფეხბურთი

19:45 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ჰემმა” ევრა დაიმატა

ვეტერანი მარცხენა მცველი პატრის ევრა კარიერას “ვესტ ჰემში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “ჩაქუჩების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

36 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ცნობისთვის, ევრა ბოლოს “მარსელის” ღირსებას იცავდა, საიდანაც წამოსვლა 10 ნოემბერს ცნობილი ინციდენტის გამო მოუწია: ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “გიმარაეშთან” გასამართი შეხვედრის დაწყებამდე მეტოქის ქომაგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გარდა ამისა, ევრას 2 ივლისამდე ევროტურნირებზე თამაში არ შეუძლია, თუმცა “ვესტ ჰემი” მიმდინარე სეზონში უეფას ტურნირებზე არ მონაწილეობს და პატრისს ამ მხრივ პრობლემა არ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მოთამაშე პრემიერლიგაში რვა სეზონის განმავლობაში თამაშობდა. 2006-2014 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა და 379 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112698