ფეხბურთი

20:25 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის 21-ე ტურის სიმბოლური

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker-მა ბუნდესლიგის 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე “ბაიერნიდან”, “აუგსბურგიდან” და “დორტმუნდიდან” არიან წარდგენილნი.

ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოყურება:

მეკარე: პიტერ გულაჩი (“ლაიფციგი”);
მცველები: მატს ჰუმელსი (“ბაიერნი”), აბდუ დიალო (“მაინცი”), მარტინ ჰინტერეგერი (“აუგსბურგი”);
ნახევარმცველები: რობინ კოხი (“ფრაიბურგი”), ივერ ფოსუმი (“ფრაიბურგი”), ანდრე შურლე (“დორტმუნდი”) კრისტიან კლემენსი (“კიოლნი”), ხამეს როდრიგესი (“ბაიერნი”);
თავდამსხმელები: მიხაელ გრეგორიჩი (“აუგსბურგი”), მიჩი ბაჩუაი (“დორტმუნდი”).

თეგებიბუნდესლიგა
1.121583