ფეხბურთი

12:37 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ლიდსი” უმწვრთნელოდ დარჩა

ინგლისური “ლიდსის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას კრისტიანსენმა თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დანიელმა სპეციალისტმა კლუბში 8 თვე იმუშავა.

ჩემპიონშიპის 30-ე ტურის მატჩში “ლიდსი” შინ “კარდიფთან” 1:4 დამარცხდა.

ერთ დროს გამორჩეული “ლიდსი” ამჟამად ჩემპიონშიპში 44 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.

0.107598