ფეხბურთი

17:33 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” დემბელე დაუბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” უსმან დემბელე დაუბრუნდა. Sport.es-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

მიუხედავად ამისა, დემბელეს თამაში “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამორიცხულია. უსმანი ლა ლიგის მე-19 ტურში სან სებასტიანის “რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში დაშავდა.

გარდა ამისა, მას სეზონის სტარტზე მძიმე ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მოედანს მხოლოდ დეკემბერში დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11504