ფეხბურთი

15:40 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ბოხაშვილი დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” ევგენი ბოხაშვილი გაიფორმა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 25 წლის ფორვარდთან კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბოხაშვილი უკრაინის მოქალაქეა და აქამდე სწორედ ამ ქვეყანაში თამაშობდა. კარიერა “დნიპროში” დაიწყო, ხოლო სხვა და სხვა დროს, “კრივბასის”, “კარპატის”, “ვოლინის”, “ნაფტოვიკისა” და “რუხის” რიგებში უთამაშია.

ბოხაშვილი ბოლო დროს “ტორპედოში” სინჯებზე იმყოფებოდა და სამწვრთნელო შტაბს თავიც მოაწონა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11549