ფეხბურთი

15:13 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტონი შაპრონი მკაცრად დაისაჯა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მსაჯ ტონი შაპრონს მძიმე სასჯელი გამოუტანა. 45 წლის არბიტრი 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, საიდანაც სამი თვის განმავლობაში იგი დისკვალიფიკაციას მოიხდის, ხოლო მომდევნო სამი თვე მსაჯობის უფლება ექნება შეჩერებული. მიზეზი 14 იანვარს, “ნანტისა” და პსჟ-ს მატჩის დროს მომხდარი ინციდენტია.

შაპრონმა მასპინძელთა მცველ დიეგო კარლოსს ფეხი დაუდო, მას შემდეგ, რაც მასთან შეჯახებისას დაეცა. ტონიმ მომხდარზე ბოდიში მაშინვე მოიხადა და დასძინა, რომ ასეთი საქციელი ძლიერი ტკივილის გამო ჩაიდინა, მაგრამ ამან ვერ უშველა.

შესაბამისად, გამოცდილი ფრანგი მიმდინარე სეზონში ვეღარ იმსაჯებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117001