სხვა

17:35 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ის აღმასკომმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

აღმასკომის წევრებმა დაამტკიცეს ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე მივლინებული საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა, რომელშიც შევიდნენ ლიცენზიანტი სპორტსმენები (იასონ აბრამაშვილი, გიორგი სოღოიანი, ნინო წიკლაური, მორის ყვითელაშვილი), მწვრთნელები, ფიგურული ციგურაობისა და სათხილამურო სპორტის ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური მისიის, სეოკ-ის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები. სხდომაზე გამოითქვა რწმენა, რომ ქართველი ოლიმპიელები პიონჩანგში შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებენ და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენენ.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

აღმასკომის სხდომაზე იმსჯელეს ასევე სრულიად საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმის ჩატარების, სპორტული წლის შედეგების მიხედვით ახალი ნომინაციების დაწესების, სეოკ-ის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ.

გადაწყდა, რომ საქართველოს ყველა დროის ოლიმპიელთა წარმომადგენლობითი ფორუმი ჩატარდეს თბილისში 2018 წლის პირველ ნახევარში. სხდომაზე დაამტკიცეს "საქართველოს ახალგაზრული ოლიმპიური ფესტივალის" ლოგოს შექმნაზე კონკურსის დებულება.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს

ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა

(პიონჩანგი, სამხრეთ კორეა. 9-25 თებერვალი)

ოლიმპიური სოფელი

1. იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

2. ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

3. მორის ყვითელაშვილი - სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა)

4. გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (ციგა)

5. ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

6. ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)

7. დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი)

8. ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (ციგა)

9. მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი

10 რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ

1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი

2. მიხეილ გიორგაძე - კულტურის და სპორტის მინისტრი

3. შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

4. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

5. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი

6. ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში

7. მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი

8. ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები

1. თენგიზ გაჩეჩილაძე

2. ოთარ გიორგაძე

3. ლევან ღუდუშაური

4. თამარ ყულუმბეგაშვილი

geonoc.org.ge

0.114228