ავტოსპორტი

19:46 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ფ1-ის ძრავს სტენდზე ტესტებისას პრობლემები შეექმნა

„მერსედესის“ ბრიკსუორტის (ბრიტანეთი) ბაზაზე მიმდინარე ტესტების დროს, ახალ ძრავს, რომლითაც სამქიმიანები ფორმულა 1-ის წლევანდელ სეზონში იასპარეზებენ, პრობლემები შეექმნა. არაოფიცალური წყაროებისგან მიღებული ეს ინფორმაცია, ინტერნეტ გამოცემა „მოტორსპორტ.კომმა“ გაავრცელა.

როგორც ირკვევა, აგრეგატის დაზიანების მიზეზი, გადაცემათა ახალი კოლოფი გახდა, რომელიც წინამორბედზე კომპაქტურია. ტესტების დროს, ძრავს ვიბრაციები დაეწყო, რამაც გამოსაბოლქვი სისტემის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. ამ ინფორმაციაზე „მერსედესი“ კომენტარს არ აკეთებს.

გერმანულ გუნდს თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის (W09) პრეზენტაცია 22 თებერვლისთვის აქვს დანიშნული. წარდგენის შემდეგ, ავტომობილი გადაღების დღის ფარგლებში, პირველ 100 კილომეტრს გაივლის.

სასტენდო ტესტებისას წარმოქმნილი პრობლემების შესახებ, იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტიც“ წერს. გაზეთის ინფორმაციით, პრობლემა მაშინ წარმოიქმნა, როცა ძალური დანადგარი ტრანსმისიასთან ერთად, რეალურ სარბოლო პირობებთან მიახლოებული სიტუაციის სიმულაციას გადიოდა. „კორიერე დელო სპორტის“ ანალიზში ნათქვამია, რომ შესაძლოა, პრობლემის მიზეზი ის გარემოება გამხდარიყო, რომ გადაცემათა კოლოფი გაბარიტებში შემცირდა. იტალიური გაზეთი გვახსენებს, რომ მსგავსი პრობლემები 2016 წლის სეზონის წინ, „ფერარისაც“ ჰქონდა, რომლის გადაცემათა კოლოფსაც, გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობა აკლდა.

არაა გამორიცხული, რომ „მერსედესის“ აღნიშნული პრობლემები, ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებსაც გამოეწვია. კერძოდ იმას, რომ გამოსაბოლქვი მილის ტრანსმისიის ელემენტებზე დამაგრება აღარ შეიძლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114472