ფეხბურთი

13:55 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა: სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი ყავს!

26 იანვარს, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონი, VI ტურის შეხვედრებით განახლდა, რომელსაც თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

სასტარტო დაპირისპირება კოლხსა და ქუთაისის მართვეს შორის, მოლოდინისამებრ ყოველგვარი ინტრიგის გარეშე წარიმართა და კოლხის გამარჯვებით, 12:2 დასრულდა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

ჰამედ ჰოსეინზადე, კოლხი: "ჩვენი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდით სწრაფ გოლზე გვეთამაშა, დღევანდელ შეხვედრაში ეს გამოგვივიდა, მოვახერხეთ წრაფი გოლის გატანა, რამაც უპირატესობა მოგვცა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. წინ უფრო რთული თამაშები გველოდება და მომდევნო შეხვედრებშიც ვეცდებით სასურველი შედეგის დაფიქსირებას, მიუხედავად იმისა რომ შეხვედრაში სამი გოლი გავიტანე ვთვლი რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, ჩემს მიერ გატანილი გოლები ჩემი გუნდელების და მწვრთნელის დამსახურებაა."

ტრადიციულად უხვგოლიანი გამოდგა თბილისისა და აფხაზეთის დაპირისპირება, რომლის მთავარი მშვენება „თბილისელი“ გიორგი კვანტალიანი გოლი გამოდგა. მთლიანობაში შეხვედრა „დედაქალაქელთა“ უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 7:5 დასრულდა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

გიორგი კვანტალიანი, თბილისი: „პირველ რიგში მივულოცავ ბიჭებს, ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, დასვენება იყო, ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ, იმედი მაქვს რომ მომდევნო თამაშებში უკეთეს შედეგს დავაფიქსირებთ. რაც შეეხება ჩვენი თამაშის უარყოფით მხარეს, ფიზიკური თვალსაზრისით სირბილი გვიჭირდა, რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, მეტოქეზე 2-3 ბურთით ყოველთვის წინ ვიყავით და მოდუნების საშუალებას ვაძლევდით საკუთარ თავს, რაც რა თქმა უნდა ცუდი იყო ჩვენი გუნდისთვის. ვეცდებით შემდეგ თამაშებში თავი უკეთესად წარმოვაჩინოთ. ჩვენი მიზანი პლეიოფში მოხვედრაა."

მიმდინარე გათამაშების მორიგი სენსაცია დაფიქსირდა ტატიშვილისა და ბსუ-ს დაპირისპირებაში. შეხვდრა უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რაზეც მატჩის განმავლობაში ნაჩვენები 7 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც მოწმობს. „ბათუმელი სტუდენტების“ საოცარი მონდომების და თავდადების დამსახურებით, მათ შეძლეს ფავორიტის დამარცხება და დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს აქტივში - 7:5.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

გოჩა გაბუნია, ბსუ: „ბიჭებმა ძალიან კარგი თამაში აჩვენეს, პირველ ტაიმში ცოტა აგრესიული სტილი ავირჩიეთ და ამან მოგვცა საშუალება რომ წინ გავსულიყავით, მეორე ტაიმში კი ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა და ბევრი შეცდომა დავუშვით. მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ჩვენი მწვრთნელია, რომლის ტაქტიკური მონახაზების დამსახურებით მოვახერხეთ მოგება.“

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა V ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, აგორას კარის დარაჯი, ვიქტორ ტატიშვილი გახდა.

რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, აგორასა და თელასის დაპირისპირებამ სრულად გაამართლა გულშემატკივართა იმედები. მატჩი „ენერგეტიკოსების“ უპირატესობით დაიწყო და უკვე მეორე წუთისთვის ავთანდილ ასათიანის შეგირდები ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა აგორამ მალევე შეძლო გონს მოსვლა და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვია თავს, რამაც შედეგიც მალევე გამოიღო და მეათე წუთისთვის დავით ბობოხიძის დუბლით და ლაშა სიგუნავასა და ჯანო გიორგაიას ბრწყინვალე გოლებით, „ფინანსისტები“ ორი ბურთით გავიდნენ წინ. ტაიმის დასრულებამდე მათ კიდევ ერთხელ შეძლეს მეტოქის კარის აღება და შესვენებაზე სოლიდური ფორით გავიდნენ. მეორე ტაიმში შეხვედრის სცენარი დიდად არ შეცვლილა, დუბლის შესრულება შეძლო ჯანო გიორგაიამ, რასაც მოქმედმა ჩემპიონმა მაისაიას და გეგეშიძის გოლებით უპასუხა, რაც მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა და ფუტსალის ლიგის ასრებობის განმავლობაში თელასი ზედიზედ ორჯერ, პირველად დამარცხდა - 4:6. აგორა კი სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

დავით ბობოხიძე, აგორა: „პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს ბიჭებს, მინდა ვთქვა რომ ძალიან ცუდად დავიწყეთ, თუმცა შევძელით შეხვედრაში გარდატეხის შეტანა, ჩემი აზრით მოწინააღმდეგეს ქონდა გაცილებით უფრო დიდი უპირატესობა, თუმცა თითოეული სანტიმეტრისთვის ვიბრძოლეთ და მწვრთნელის დავალება მაქსიმალურად შევასრულეთ.“

შოთა თოფურია, თელასი:„ ჩვენი დღევანდელი მარცხის მიზეზი ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დონის გათანაბრებაა, ლიგაში ასპარეზობს ოთხი ისეთი გუნდი რომელსაც შეუძლია ჩემპიონატისთვის იბრძოლოს, ფაქტია რომ ჩვენი გუნდი ვერ არის სასურველ ფორმაში, ყველა ორთაბრძოლა დავთმეთ. ჩვენი მიზანი ტიტულის ჩენარჩუნებაა და იმედია ამას მოვახერხებთ.“

26.01.2017.ფუტსალის ლიგა.VI ტური

კოლხი-გულრიფში - მართვე (ქუთაისი) 12:2 (5:0)

გოლები: 0:24’ჭოხონელიძე (1:0), 05:40’ ჰოსეინზადე (2:0), 05:59’ ალავერიქჰანი (3:0), 14:41’ ჰოსეინზადე (4:0), 16:19’ ჰოსეინზადე (5:0), 25:06’ სადილიანი (5:1), 28:53’ ალავერიქჰანი (6:1), 29:04’ ცხომარია (7:1), 30:22’ ცხომარია (8:1), 30:33’ ღუდუშაური (9:1), 31:59’ რეხვიაშვილი (10:1), 33:05’ კარაპეტიანი (11:1), 36:24’ ბერეჩიკიძე (11:2), 37:42’ დარჩია (12:2)

თბილისი - აფხაზეთი 7:5 (5:2)

გოლები: 03:10’ ს.ლომიძე (ს.კ 1:0), 05:03’ ბ.მამაგულაშვილი (1:1), 06:10’ ჯანგავაძე (2:1), 07:48’ კუხალეიშვილი (3:1), 12:42’ კვანტალიანი (4:1), 16:22’ ძაგანია (5:1), 17:34’ ბ. მამაგულაშვილი (5:2), 22:00’ გიორგაძე (6:2), 22:45’ ბ. მამაგულაშვილი (6:3), 33:35’ კუხიანიძე (6:4), 35:07’ კუხალეიშვილი (7:4), 39:57’ ი.მამაგულაშვილი (7:5)

გაფრთხილება:02:32’ კვანტალიანი (თბ), 04:29’ ს.ლომიძე (აფხ), 35:07’ გოგოხია (თბ)

ტატიშვილი - ბსუ (ბთ) 5:7 (2:4)

გოლები: 01:40’ ონიანი (1:0), 04:24’ გაბუნია (1:1), 13:28’ ნადარაია (6მ. 1:2), 16:09’ ნინიძე (1:3), 17:29’ ნადარაია (1:4), 18:06’ თოთლაძე (2:4), 35:33’ კეკელია (3:4), 36:24’ ასამბაძე (3:5), 36:57’ ასამბაძე (3:6), 37:58’ ბროლაძე (3:7), 38:32’ გაბუნია (ს.კ 4:7), 39:56’ ონიანი (5:7)

გაფრთხილება: 11:30’ ლუკავა (ტატ), 13:26’ კეკელია (ტატ), 16:12’ შამილაძე (ბსუ), 30:51’ ბუკია (ტატ), 30:51’ ასამბაძე (ბსუ), 30:51’ ნინიძე (ბსუ), 30:51’ სილაგავა (ტატ)

გაძევება: 17:00’ ექიზაშვილი (ტატ)

აგორა - სტუ-თელასი 6:4 (5:2)

გოლები: 01:00’ ასათიანი (0:1), 01:43’ სოზაშვილი (0:2), 04:59’ ბობოხიძე (1:2), 07:44’ სიგუნავა (2:2), 08:37’ გიორგაია (3:2), 10:01’ ბობოხიძე (4:2), 15:35’ ჯამბურია (ს.კ 5:2), 23:29’ მაისაია (5:3), 27:06’ გიორგაია (6:3), 39:15’ გეგეშიძე (6:4)

გაფრთხილება: 05:09’ ჭუმბურიძე (თელ), 15:00’ კობაიძე (აგო), 29:28’ დანელია (აგო), 30:45’ გეგეშიძე (თელ)

ბომბარდირები: გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) – 8, კახაბერ გოგოხია (თბილისი) - 7

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: “სოკარი“ტელეკომპანია „SILK“,„ნაბეღლავი“,იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი „ლელო”

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149496