ფეხბურთი

19:48 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი პირლო “იუვენტუსში”

ანდრე პირლოს ვაჟს, ნიკოლოს უახლოეს პერიოდში ტურინის “იუვენტუსში” ელიან. 15 წლის ფეხბურთელი, რომელიც მამის მსგავსად ნახევარმცველია, ამჟამად “პეჩეტოს” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. როგორც Corriere Torino წერს, ნიკოლო პირლო “იუვენტუსში” შემოწმებას გაივლის და 16-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, უფროსი პირლო ტურინული კლუბის ღირსებას 2011-2015 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული, მოიპოვა ქვეყნის თასი და ორჯერ სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118685