ფეხბურთი

11:45 | 20.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ფეხბურთელებმა ვარჯიშზე იჩხუბეს

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელებმა სებასტიან რუდიმ და ხამეს როდრიგესმა ერთმანეთში იჩხუბეს. Bild-ის ინფორმაციით, “რეკორდმაისტერის” ბოლო ვარჯიშზე გერმანელ და კოლუმბიელ ნახევარმცველებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც მალავე განიმუხტა.

საქმეში რაფინია, ფრანკ რიბერი, ჟერომ ბოატენგი და არიენ რობენმა დაპირისპირებული მხარეები გააშველეს და ვარჯიში ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდა.

აღსანიშნავია, რომ გერმანული მედიის ცნობით, ვარჯიშის დასრულების შემდეგ რუდიმ და ხამესმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შესაბამისად, კონფლიქტიც აღარ არსებობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114579