კალათბურთი

19:16 | 16.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ჩემპიონატებში საქართველოს მეტოქეები გამოვლინდნენ

გერმანიის ქალაქმა მიუნხენმა გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების კენჭისყრას უმასპინძლა. ფიბა-ევროპის მიერ ორგანიზებულმა კენჭისყრამ კონტინენტის ასაკობრივ ჩემპიონატებში ქვეყნები ჯგუფებში გაანაწილა.

კენჭისყრას ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობისა და ფიბა-ევროპის ახალგაზრდული კომიტეტის წევრი, მიხეილ გაბრიჩიძე, რომელმაც კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა და მისი დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

“საკმაოდ საინტერესო მეტოქეები შეგვხვდა. განსაკუთრებით საყურადღებოა 16-წლამდელთა ნაკრები, რომელიც საქართველოს ასაკობრივ გუნდებს შორის ყველაზე მაღალ დონეზე – “ა” დივიზიონში ასპარეზობს. ჩვენი ბიჭები ძლიერ ქვეჯგუფში მოხვდნენ, თუმცა სხვანაირად არც იქნებოდა. თუ გვინდა წინსვლა და განვითარება, სწორედ ძლიერ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ და მოვუგოთ. ძალიან საინტერესოა გოგონათა ნაკრებების ჯგუფებიც. 18-წლამდელებმა შარშან “ბ” დივიზიონში პირველად იასპარეზეს და დებიუტის კვალობაზე ურიგოდ არ გამოსულან. იმედი მაქვს, შარშანდელი გამოცდილება მათ სათამაშო კლასზე დადებითად იმოქმედებს. წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს ყველა ნაკრებს. მათი წევრები არიან ქართული კალათბურთის მომავალი”

გაგაცნობთ კენჭისყრის შედეგებს:

16 წლამდე გოგონათა ნაკრები. C დივიზიონი
A ჯგუფი
ავსტრია, მალტა, საქართველო, მონაკო

18 წლამდე გოგონათა ნაკრები. B დივიზიონი
A ჯგუფი
პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ისლანდია, კვიპროსი, საქართველო

16 წლამდე ვაჟთა ნაკრები. A დივიზიონი
D ჯგუფი
საფრანგეთი, იტალია, ესტონეთი, საქართველო

18 წლამდე ვაჟთა ნაკრები. B დივიზიონი
B ჯგუფი
ესტონეთი, ბელგია, საქართველო, უნგრეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი

20 წლამდე ვაჟთა ნაკრები. B დივიზიონი
D ჯგუფი
ფინეთი, პოლონეთი, საქართველო, პორტუგალია, კოსოვო

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110543