ფეხბურთი

23:30 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “სიტი” “ენფილდ როუდზე” დაეცა

“მანჩესტერ სიტი” 2017/2018 წლების სეზონის პრემიერლიგაში პირველად დამარცხდა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 23-ე ტურში “ენფილდ როუდს” ეწვია და ადგილობრივ “ლივერპულთან” წააგო.

შეკრებილმა პუბლიკამ სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა, რომელშიც მათმა საყვარელმა გუნდმა მეტოქეს აჯობა და 3 ქულა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. მასპინძლებმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყეს და დაწინაურება ძალიან მალე მოახერხეს: ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მე-9 წუთზე მშვენივრად ითამაშა და შორეული დარტყმით ედერსონის კარის ბადე შეარხია. სტუმრებმა სათანადოდ მე-40 წუთზე უპასუხეს, ლეროი სანე ჩინებულად გაისარჯა, რამდენიმე მეტოქეს გაუსწორდა და ედერსონს ახლო კუთხეში გაუტანა.

“სიტისთვის” ჯოჯოხეთური გამოდგა ათწუთიანი მონაკვეთში 59-ე წუთიდან მოყოლებული, რა პერიოდშიც ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა სამი ბურთი გაუშვა და ფაქტობრივად შეხვედრის ბედი გადაწყდა. 59-ე წუთზე რობერტო ფირმინომ ედერსონს ბურთი თავზე გადაუგდო და “ლივერპული” მეორედ დააწინაურა, ორ წუთში უკვე მანემ აიღო მეტოქის კარი, ხოლო 68-ე წუთზე ბრაზილიელი მეკარის უხეში შეცდომა მოჰამედ სალაჰმა შეირგო და სხვაობა გამანადგურებელი გახადა. მანჩესტერელებმა იბრძოლეს და სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა შეძლეს: 84-ე წუთზე ახლო მანძილიდან ბერნარდო სილვამ ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო პირველ დამატებულ წუთზე ილქაი გიუნდოგანმა შეაგდო და ბოლო წამებზე მატჩი კვლავ დაიძაბა, თუმცა სტუმრებმა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს და მიმდინარე პრემიერლიგაში მოედანი პირველად დატოვეს უქულოდ – 4:3.

"სიტი" 62 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და თანაქალაქელ "იუნაიტედს" 15 ქულით უსწრებს, რომელსაც დღეს შინ "სტოკს" ეთამაშება და მოგების შემთხვევაში, სხვაობა 12 ქულამდე შემცირდება. "ლივერპულს" "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსად 47 ქულა აქვს.

უკანასკნელ ხუთ მატჩში მეოთხედ დაკარგა ქულები “არსენალმა”, რომელმაც “დინ კურტზე” წააგო და ოთხეულს უკვე რვა ქულით ჩამორჩა. “მეთოფეები” ექტორ ბელერინმა 52-ე წუთზე დააწინაურა და 70-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში უილსონისგან და აიბისგან ორი გოლი გაუშვეს და შინ უქულოდ დაბრუნდნენ – 2:1.

ბორნმუთი – არსენალი 2:1 (0:0)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (3-4-2-1): ბეგოვიჩი, აკე, ფრანცისი, ს.კუკი, გოსლინგი, ლ.კუკი, დანიელსი (მოუსე 63), სმიტი, აიბი (პუგი 86), ფრეისერი, უილსონი (აფობი 91).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, ჩემბერსი (რემსი 74), მუსტაფი, ჰოლდინგი, უილშირი, ჯაკა, მეიტლენდ-ნილსი, ბელერინი, აივობი (უოლკოტი 76), უელბეკი, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 0:1 ბელერინი (52), 1:1 უილსონი (70), 2:1 აიბი (74)
გაფრთხილებები: გოსლინგი, ფრანცისი – ჯაკა, უილშირი
მსაჯი: კევინ ფრენდი

ლივერპული – მანჩესტერ სიტი 4:3 (1:1)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, ლოვრენი, მატიპი, რობერტსონი, ჯ.გომესი, ჩანი (მილნერი 79), ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სალაჰი (ლალანა 88), მანე (კლავანი 94), ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი, ოტამენდი, სტოუნზი, დელფი (დანილო 31), უოლკერი, ფერნანდინიო, დე ბრუინი, გიუნდოგანი, სანე, სტერლინგი (ბ.სილვა 71), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (9), 1:1 სანე (40), 2:1 ფირმინო (59), 3:1 მანე (61), 4:1 სალაჰი (68), 4:2 ბ.სილვა (84), 4:3 გიუნდოგანი (91)
გაფრთხილებები: ფირმინო, მილნერი – ოტამენდი, სტერლინგი, ფერნანდინიო
მსაჯი: ანდრე მარინერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102989