ფეხბურთი

18:49 | 14.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" სპორტული დირექტორი ბარსელონაში მოსალაპარაკებლად ჩავიდა

მილანის "ინტერი" "ბარსელონასთან" რაფინიას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავს. როგორც football italia იუწყება, "ნერაძურის" სპორტული დირექტორი ესპანეთში გაემგზავრა და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას შეხვდება.

როგორც ირკვევა, "ინტერს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის იჯარა სურს გამოსყიდვის უპირატესობით და იტალიელები ამ შემთხვევაში მზად არიან 2018 წლის ზაფხულში ბრაზილიელის სანაცვლოდ 18-20 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ბარსელონა" კი მზადაა ნახევარმცველი 30 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდოს.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელი მოთამაშე მოედანზე ერთხელაც არ გასულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115001