ავტოსპორტი

3:42 | 13.01.2018 | ნანახია 1167 - ჯერ

„მერსედესი“ ახალი სეზონისთვის „მეტწილად“ ახალ ძრავს ამზადებს

„მერსედესის“ გუნდი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ოთხ სეზონში შეუდარებელი იყო, თუმცა გერმანული გუნდი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და ახალი სეზონისთვის, ძირეულად განახლებულ აგრეგატს ამზადებს.

სამქიმიანების ძრავების დეპარტამენტის შეფი ენდი კოუელი ამბობს, რომ მისმ გუნდმა ახალი სეზონისთვის „მეტწილად“ ახალი ძრავი მოამზადა. ის ამბობს, რომ ინჟინრებმა შეძლეს პრაქტიკულად ყველა მოძრავი დეტალის ხახუნის შემცირება. დაიგეგმა სეზონის განმავლობაში ძალური დანადგარის მოდიფიცირების განრიგი და ის სამუშაოები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სიმძლავრის გაზრდა.

კოუელის თქმით, „მერსედესში“ კარგად იციან, რა უნდა გაუკეთონ ძრავს, რათა გუნდმა „ფერარის“, „რენოს“ და „ჰონდას“ ძრავებით მოასპარეზე მეტოქეებთან პაექრობისას, უპირატესობა შეინარჩუნოს.

„ყოველთვის, როცა ძრავზე მუშაობ, ფაზურ განახლებებს ატარებ იმის საფუძველზე, რასაც გამოცდილება გაძლევს. ამიტომ ინარჩუნებ კონცეპციას. მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბევრჯერ გაწბილებულიც ვრჩებით, რადგან ვიცით, რომ ამა თუ იმ დეტალის გაუმჯობესება, ძრავის ხარისხს შეამცირებს. ამიტომ ვეძებთ გზებს, რათა ეს პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გამოვიმუშავებთ სწავლის კულტურას, რომელიც გვეხმარება პრობლემის შესწავლაში, რეაგირებაში და საჭიროების შემთხვევაში, კონცეპციის მოდიფიცირებაში. მუშაობის დროს ჩვენ ბევრი იდა გვებადება, რომელთაგან უმეტესობა უმნიშვნელოა, მაგრამ მცირე გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს“, - ყვება კოუელი.

გასული სეზონის დასაწყისში, „მერსედესს“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია „ფერარიმ“ და მისმა სებასტიან ფეტელმა, მაგრამ სეზონის მეორე ნახევარში იტალიურმა გუნდმა ბრძოლა დათმო, რამაც ლუის ჰამილტონს მეოთხე ტიტულის მოპოვება გაუადვილა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
3.160919