სხვა

21:10 | 12.01.2018 | ნანახია 176 - ჯერ

სეულს 30 წლის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ეწვევა

სეულში პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანს ელიან. 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან 30 წლის შემდეგ სამხრეთ კორეის დედაქალაქს ოლიმპიური ცეცხლი სტუმრად უბრუნდება.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა სეულის აღმოსავლეთით, 180 კილომეტრის დაშორებით მდებარე პიონჩანგში 9 თებერვალს აიღებს სტარტს.

კორეის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განცხადებით, ოლიმპიური ჩირაღდნის საესტაფეტო მარშრუტი შაბათიდან სამშაბათის ჩათვლით სეულის ქუჩებში103 კილომეტრს გაივლის. ამ ესტაფეტაში 600 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.

პიონჩანგის ოლიმპიადისთვის ოლიმპიური ცეცხლი ოქტომბერში, ტრადიციისამებრ, ანტიკურ ოლიმპიაში, ჰერას ტაძრის ნანგრევებთან დაინთო, ნოემბერში კი სამხრეთ კორეაში ჩავიდა და მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მთავარ ქალაქებში მოგზაურობს.

ოლიმპიური ჩირაღდნის მოგზაურობა სეულიდან ჩრდილოეთ პროვინციებში გაგრძელდება, შემდეგ კი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ პიონჩანგში ჩავა.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში საჩირაღდნო ესტაფეტაში დაახლოებით 7 500 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას და სიმბოლურად 2018 კილომეტრს დაფარავს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.060323