ფეხბურთი

15:14 | 11.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

2018 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდი – ვინ, სად?

ფეხბურთის მოყვარულები ალბათ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან სატრანსფერო პერიოდში რომელი ფეხბურთელი - რომელ გუნდში გადაბარგდება. გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე გაიხსნა, შევეცდებით გაგაცნოთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც 2018 წელს უკვე შეცვლილ გუნდებში იასპარეზებენ.

“ბარსელონამ” ამ ზამთარს ფელიპე კოუტინიო და იერი მინა შეიძინა. კატალონიურ გრანს ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერი 160 მილიონი ევრო, კოლუმბიელი მცველის კი 12.3 მილიონი დაუჯდა.

ჟერარდ დეულოფეუს აგენტი ნეაპოლშია და ხელშეკრულების პირობებს ეცნობა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ თითქმის შეთანხმდნენ.

არსენ ვენგერმა დაადასტურა ფრანსის კოკლენის “ვალენსიაში” გადასვლის თაობაზე. ფრანგი ფეხბურთელი “არსენალში” სათამაშო დროის უქონლობას უჩიოდა და სწორედ ამიტომ მიიღო “მეთოფეებიდან” წასვლის გადაწყვეტილება.

“ვულვერჰემპტონმა” “მილანს” ანდრე სილვას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა იტალიურმა კლუბმა აღნიშნული წინადადება დაბლოკა.

თავად მილანელები ზამთრისთვის გაძლიერებას არ გეგმავს. ამის შესახებ “როსონერის” სპორტულმა დირექტორმა მასიმო მირაბელიმ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ “პარი სენ ჟერმენის” მეკარის კევინ ტრაპის მიმართ ინტერესს ორი ინგლისური კლუბი “ლივერპული” და “ნიუკასლი” იჩენენ, გერმანელ კარის დარაჯს ფრანგული კლუბის დატოვება არ სურს.

ინგლისური “ლივერპული” ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის შემდგომ ბრაზილიელის შემცვლელის ძიებაშია,“წითლებს” “მილანიდან” სუსოს დამატება სურთ.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისელი თავდამსხმელი ჯეიმს უილსონი კვლავ გაანათხოვრა, ამჯერად “შეფილდ იუნაიტედში”.

არგენტინელი ნახევარმცველი ალეხანდრო დარიო გომესი, შესაძლოა, “ლივერპულის” რიგებში ვიხილოთ.

Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა, შესაძლოა, “არსენალში” გადავიდეს.

ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველი ჯონ ევანსი, შესაძლოა, თავის ყოფილ გუნდში “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდეს.

“ისტანბულ ბაშაკშეჰირის” თავკაცმა აბდულა ავდჯიმ დაადასტურა, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი არდა ტურანი მისი გუნდის ფეხბურთელი გახდა.

აქვე გაცნობებთ თუ როდის გაიხსნა და დაიხურება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატებში.

ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მოთამაშეების გადაბირება 1 იანვრიდან 31 იანვრამდე შეეძლებათ. იტალიასა და ჰოლანდიაში 3 იანვრიდან 31 იანვრამდე.

თურქეთში სატრანსფერო პერიოდი 4 იანვრიდან 31 იანვრამდე გასტანს. ავსტრიაში ფეხბურთელების დამატება-გასხვისება 6 იანვრიდან 7 თებერვლამდე შეეძლებათ. შვეიცარიაში 16 იანვრიდან 15 თებერვლამდე, ჩეხეთში 26 იანვრიდან 22 თებერვლამდე, პოლონეთში - 1-დან 28 თებერვლამდე, ხოლო რუსეთში 23 იანვრიდან 22 თებერვლამდე. ყველაზე ბოლოს კი სატრანსფერო ფანჯარა უკრაინაში დაიხურება – 31 იანვრიდან 2 მარტამდე.

0.10589