კარლოს ტევესი ძველ-ახალ გუნდში, “ბოკა ხუნიორსში” წარადგინეს. 33 წლის ფეხბურთელი ბედნიერია მშობლიურ გუნდში დაბრუნებით და არგენტინის ნაკრებში დაბრუნების იმედსაც გამოთქვამს.
“ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. დავბრუნდი, რადგან კოპა ლიბერტადორესის თასის მოგება მსურს. ეს “ბოკას” ყველა გულშემატკივრის ოცნებაა.
ჩემს ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში შესანიშნავი იქნება. ჩემს წინ ცოტა საფეხბურთო წლებია და მინდა მაქსიმალურად გავერთო, ვისიამოვნო. განსაკუთრებით ამ ორწლიანი კონტრაქტით, რომელიც გავაფორმე”, - განაცხადა ტევესმა წარდგენისას.
შეგახსენებთ, კარლოს ტევესმა ბოლო ერთი წელი ჩინეთში გაატარა და “ბომბონერაზე” დაბრუნდა.