ფეხბურთი

18:07 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ქალმა იმსაჯოს

ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ისტორიული ფაქტი მოხდეს და მთავარი არბიტრის როლში ქალი ვიხილოთ. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, უეფა სერიოზულად განიხილავს, რომ 2019-2020 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მატჩების განსჯა გერმანელ ქალბატონს, ბიბიანა შტაინჰაუსს ანდოს.

აქამდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ქალი მთავარი მსაჯის როლში ყოფილიყოს. რაც შეეხება მაინცდამაინც 2019-2020 წლების სეზონს – უეფას წესებით ევროტურნირებზე მსაჯობის უფლება მხოლოდ იმ მსაჯებს აქვთ, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში მინიმუმ ორი წელი მუშაობენ მთავარ მსაჯებად.

38 წლის ბიბიანა შტაინჰაუსი ცოტა ხნის წინ პირველი ქალბატონი გახდა, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგაში. 2017 წლის 10 სექტემბერს მან “ჰერტასა” და “ვერდერის” (1:1) შეხვედრა იმსაჯა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114085