ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი ამაყობს, რომ “მეთოფეთა” ღირსებას იცავს. როგორც გერმანელმა შემტევმა განაცხადა, ინგლისში იგი დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ამაში მთავარი როლი “არსენალმა” ითამაშა.
“ამ გუნდმა დიდ ფეხბურთელად მაქცია და ამაყი ვარ, რომ “არსენალის” ღირსებას ვიცავ. აქ ბევრი ვისწავლე, პროგრესი განვიცადე და ჩემი ნიჭის დემონსტრირება მოვახდინე”, - უთხრა იოზილმა Sky Sports-ს.
შეგახსენებთ, მესუთ იოზილი “არსენალის” რიგებში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. “მეთოფეებთან” გერმანელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით ხელშეკრულება არ გახანგრძლივებულა.