ფეხბურთი

16:17 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ციგე ტაილანდში გადაბარგდა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ციგე კარიერას ტაილანდში გააგრძელებს. L’Equipe-ს ინფორმაციით, 45 წლის მწვრთნელი ადგილობრივ “რატჩაბურს” გაწვრთნის.

ციგეს საფეხბურთო კარიერა “ბაიერნში” დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 1990-1997 წლებში ირჯებოდა. შემდეგ იყო “მილანი”, “მიდლსბრო”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი” და ბოლოს “გლადბახი”, სადაც 2004-2005 წლის სეზონში ითამაშა.

სამწვრთნელო საქმიანობას რაც შეეხება, წლების განმავლობაში წვრთნიდა “გლადბახის” სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს, ცოტა ხნით ბილეფელდის “არმინიას”, შემდეგ იყო გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრები, გერმანიის 18-წლამდელები, “უნტერაჰინგი”, ბოლოს კი “ატლეტიკო ბალეარი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120712