ფეხბურთი

22:19 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვან დეიკი "ლივერპულის" ფეხბურთელია

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "საუთჰემპტონის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება. აღნიშნული ინფორმაცია "მერსისაიდელთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვან დეიკი გახდება ყველაზე ძვირადღირებული მცველი. ლივერპულელებს ფეხბურთელის ტრანსფერი 75 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ. ვირჯილმა ბენჟამინ მენდის შედეგი გააუმჯობესა. მიმდინარე წლის ივლისში "მანჩესტერ სიტიმ" ფრანგის სანაცვლოდ 52 მილიონი გადაიხადეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს ჰოლანდიელი "წითლებთან". 26 წლის ვირჯილი ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ვან დეიკი "საუთჰემპტონმა" 2015 წელს "სელტიკიდან" დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა "წმინდანების" მაისურით 80 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

0.114028