ფეხბურთი

13:19 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: „ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, „ზესტაფონის“ გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც ს.კ. „ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების საკითხი უნდა განხილულიყო. თუმცა, როგორც სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, დღევანდელ სხდომას, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არაერთი მიწვევის მიუხედავად, არ დასწრებია საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტი ილია კოკაია. შესაბამისად, მსჯელობა კლუბის მომავალზე აღმასკომის სხდომაზე არ შედგა.

"დღევანდელი აღმასკომის სხდომა მთლიანად ეძღვნებოდა ს.კ. „ზესტაფონს“, ეს იყო ერთადერთი საკითხი დღის წესრიგში. თემაზე, რომელიც ძალიან აქტუალურია სამწუხაროდ, მივიღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური რეაგირება. როგორც იცით, ბოლო აღმასკომზე, ერთი თვის წინ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ილია კოკაია მოგვეწვია სხდომაზე. კლუბს ეცნობა, რომ ბატონი ილია კოკაია იყო მოწვეული აღმასკომის სხდომაზე, კონკრეტულად ზესტაფონის საკითხის განსახილველად. ზუსტად ამიტომ შეიკრიბა აღმასკომი. სწორედ მის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, მქონდა იმის განცდა და იმედი,რომ მას მართლაც აღელვებდა ზესტაფონის საკითხი, თუმცა ის სამწუხაროდ არ გამოცხადდა. პირველ რიგში მიმაჩნია,რომ ეს არის უპატივცემულობა , რადგან აღმასკომი კონკრეტულად ზესტაფონის თემაზე შეიკრიბა. ძალიან ვწუხვარ, უკვე მეორედ მოხდა ის, რომ ჩვენი მზაობა, ეს თემა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო, მათი მხრიდან იყო უარყოფილი. საკითხი, სამწუხაროდ მის გარეშე ვერ განიხილებოდა, რადგან აღმასკომს უნდა მოესმინა თავად ილია კოკაიასთვის და შეეტყო მისი დამოკიდებულება. ფაქტია,რომ დღეიდან ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, ზესტაფონის გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას არანაირი სურვილი არ აქვს დაბრუნდეს ფეხბურთში,”-განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101627