ავტოსპორტი

4:51 | 26.12.2017 | ნანახია 3488 - ჯერ

„ფერარის“ ახალმა ბოლიდმა ქრეშ ტესტები გაიარა

„ფერარის“ ახალმა სარბოლო ავტომობილმა, რომლითაც იტალიური გუნდი ფორმულა 1-ის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, წარმატებით გაიარა FIA-ს ფრონტალური ქრეშ ტესტები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მარანალოელებმა პირველებმა შეასრულეს ეს სავალდებულო პროცედურა.

უფრო ადრე ავტომობილმა, რომლის კოდური სახელია 669, უსაფრთხოების სტატიკური ტესტებიც გაიარა. ქრეშ ტესტები კი FIA-ს ლიცენზიის მქონე CSI-ს ბოლარეს (იტალია, მილანის მახლობლად) ტექნიკურ ცენტრში ჩატარდა, რასაც გუნდის ტექნიკური დირექტორი მატია ბინოტო მეთვალყურეობდა.

იტალიური გუნდი თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის პირველ ჩვენებას 22 თებერვალს გეგმავს. და ტესტების ორი თვით ადრე გავლა მას საკმაოზე მეტ დროს უტოვებს პირველი ტესტებისთვის მოსამზადებლად.

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, გუნდებს დაეგზავნათ ტექნიკური დირექტივა 044, რომლის შესაბამისადაც, უნდა შეიცვალოს წინ საკიდარის და მართვის სისტემის გეომეტრია, რათა მათი გამოყენებით, შეუძლებელი გახდეს მოსახვევებში გზის საფარიდან დაშორების შემცირება.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ფერარიმ“ თავისი ავტომობილის კონსტრუქციაში, ამ დირექტივის შესასრულებლად აუცილებელი ცვლილებები უკვე შეიტანა. ახალ ავტომობილზე მუშაობდა გუნდი, რომელსაც მთავარი დიზაინერი სიმონე რესტა და აეროდინამიკის შეფი ენრიკო კარდილე ხელმძღვანელობდნენ.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:57 | 27.12.2017
lucky13 (13)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

12:16 | 26.12.2017
je_je (4)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

10:22 | 26.12.2017
ogafa (6628)

ვიდეო

0.06164