ფეხბურთი

23:05 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ელ კლასიკომდე" ინდივიდუალურად ვარჯიშობს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “ელ კლასიკომდე” ორი დღით ადრე, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს. პორტუგალიელმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ფეხი დაიზიანა, რის გამოც მიმდინარე კვირაში მხოლოდ ინდივიდუალურად ახერხებს ვარჯიშს.

მიუხედავად ამისა, ესპანური მედიის ცნობით, რონალდუს თამაში “ბარსელონას” წინააღმდეგ ეჭვქვეშ მაინც არ დგას და პორტუგალიელი ეცდება დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბსა” და “ბარსელონას” შორის შეხვედრა 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

0.115203