ფეხბურთი

20:14 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კომანმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა კინგსლი კომანმა "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია მიუნხენური კლუბოს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კომანი გერმანულმა გრანდმა "იუვენტუსისგან" 2015 წელს დაიმატა. მას შემდეგ ფეხბურთელმა "ბაიერნის" რიგებში ყველა ტურნირზე 84 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კინგსლიმ 24 შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115411