სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:09 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეპ, ადამიანი არ ხარ?!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“ეს არარეალურია, უბრალოდ ნორმალური არაა” – ეს სიტყვები პეპ გვარდიოლას ეკუთვნის ინგლისის თასზე “ლესტერის” დამარცხების შემდეგ. ჰო, მართლაც არარეალურია ის ყველაფერი, რასაც მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტი” აჩვენებს!

“ქალაქელებმა” პრემიერლიგაში ზედიზედ 16 თამაში მოიგეს და ამით ინგლისის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარეს. ეს ტრიუმფი ნამდვილად არ შედგებოდა, რომ არა, ერთი ადამიანი – პეპ გვარდიოლა.

ესპანელი გენიოსი თავის ხელწერას ნისლიან ალბიონზეც ტოვებს და საერთოდაც, იქ, სადაც პეპი იყო, ყველაფერი მის გარშემო ხდებოდა. გნებავთ, ლა ლიგა, გნებავთ, ბუნდესლიგა და ახლა უკვე პრემიერლიგა. სამივე ჩემპიონატის ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებების სერია გვარდიოლას ხელთაა. ისე, ერთია რეკორდების დამყარება ესპანეთის ჩემპიონატსა და გერმანიის ჩემპიონატში და მეორე – ინგლისში. რატომ? – მარტივი მიზეზის გამო, პრემიერლიგა ბევრად უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე დანარჩენი საფეხბურთო ლიგები და ამას ბევრი მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება.

ცოდვა გამხელილი სჯობს და თვით პეპსაც დასჭირდა დრო ინგლისური ფეხბურთისთვის გასაღების მოსარგებად. გასული სეზონი მისთვის და “სიტისთვის” არ ყოფილა წარმატებული და მეტიც, ალბათ, მის ადგილზე სხვა მწვრთნელი სამუშაოს ვერ შეინარჩუნებდა. “ქალაქელებს” შარშან პრემიერლიგაში გაჩემპიონების შანსი თითქმის არ მისცემიათ და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ისახელეს თავი – “მონაკოსთან” მერვედფინალი მათი მაქსიმუმი გამოდგა.

მიუხედავად არცთუ მომხიბვლელი შედეგებისა, პეპს კლუბში ნდობა აღუთქვეს და დაუფასდათ კიდეც. წლევანდელი “სიტი” თანამედროვე ფეხბურთის ისტორიას წერს. აქ საუბარი მხოლოდ შედეგებზე არაა, ვინც ერთხელ მაინც ნახა მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა ბურთაობა, შეუძლებელია, მოხიბლული არ დარჩენილიყო. აგვისტოში, “ევერტონთან” საშინაო ფრის შემდეგ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ გავიდოდა ოთხი თვე, 16 მატჩი და პრემიერლიგის ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გარკვეული იქნებოდა.

ზემოხსენებული მატჩიდან მოყოლებული “სიტიმ” გზად ყველა შემხვედრი, მიუხედავად რანგისა და ჩინისა, დაამარცხა და თან როგორც?! 5:0, 6:0, 7:2 4:0, 4:1 – ეს პეპის ბიჭებისთვის ჩვეულებად ქცეული ანგარიშებია და არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ თამაშობენ – “ლივერპულის” თუ “უოტფორდის”, “ტოტენჰემის” თუ “სუონსის”. ეს მარტო პრემიერლიგა და ახლა საერთაშორისო ასპარეზზეც რომ შევიხედოთ, იქაც იგივე მდგომარეობაა: “სიტი” აცამტვერებს ყველას და ყველაფერს.

სტატიის დასაწყისში მოყვანილ ფრაზას დავუბრუნდეთ და შეუძლებელია, ესპანელ სპეციალისტს არ დავეთანხმოთ – ის, რაც პეპ გვარდიოლას გუნდის ირგვლივ ხდება ეს საერთოდ არაა ნორმალური და ეს უფრო სხვა სამყაროს წააგავს. გვარდიოლას შემყურე პირადად მე ერთი კითხვა მიჩნდება: პეპ, ადამიანი არ ხარ?! აბა, რას მივაწეროთ ეს ყველაფერი, ნუთუ უბრალო მოკვდავი ადამიანის შესაძლებლობებს არ სცდება ის, რასაც გვარდიოლა “სიტიში” აჩვენებს?...

რამდენჯერ მოგვისმენია ან წაგვიკითხავს, ეგ, რა მწვრთნელია, მესი, ჩავი და ინიესტა ჰყავს... “სიტიში” გვარდიოლას არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ჰყავს. მაგრამ, სამაგიეროდ, ჰყავს ძალიან მაგარი კევინ დე ბრუინი, გამაგიჟებელი ლეროი სანე, დირიჟორი დავიდ სილვა და საერთოდაც, ტიტულებს მოწყურებული გუნდი – “სიტი”.

“ჩვენ არარეალურ სამყაროში ვიმყოფებით და ამიტომ ამაზე არ ვფიქრობ. პრემიერლიგაში ზედიზედ 16 თამაში მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეოთხე ტურის შემდეგ გავედით, “ლესტერს” ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით მოვუგეთ – ეს სულაც არაა ნორმალური. ფეხბურთში ქულები იკარგება, მარცხდები. მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია”, - ამბობს პეპი.

გვარდიოლას ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ უფრო მეტად სახასიათო პრემიერლიგისთვის თავისი თამაში მოეხვია თავს და ე.წ “ტიკა ტაკა” დაენერგა. ამას ესპანელიც კარგად ხვდება:

“ბევრი მეუბნებოდა, პრემიერლიგაში “ბარსას” სტილით გუნდს ვერ ათამაშებო, მაგრამ შედეგს ყველა ხედავს. ჩვენ ეს შევძელით. გასულ სეზონშიც ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო. ყველას შეუძლია ისე თამაში, როგორც მას უნდა და სწორედ ამაშია ფეხბურთის სილამაზე. ბედნიერი ვარ, როცა “სიტი” “სტემფორდ ბრიჯსა" თუ “ოლდ ტრაფორდზე" ასეთ ფეხბურთს აჩვენებს და შინ გამარჯვებული ბრუნდება”, - გვარდიოლა.

“მანჩესტერ სიტი” 10 წლის წინ ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ინგლისური გუნდი იყო და მეტწილად, ელიტაში ადგილის შენარჩუნებით თავს ბედნიერად გრძნობდა. მერე, კლუბში სოლიდური ინვესტიცია ჩაიდო და თითქოს ამან შედეგიც გამოიღო. და მაინც, 10 წელიწადში მხოლოდ ორი ინგლისური ოქროს მედალი და ჩემპიონთა ლიგის ერთი ნახევარფინალი სულაც არ მიესადაგებოდა იმ რეალობასა და იმ ფინანსურ რესურსს, რასაც “სიტი” ზაფხულ-ზამთარ ხარჯავდა. თურმე, ყველაფრის თავი და თავი, პეპ გვარდიოლა ყოფილა.

ახლა, “მანჩესტერ სიტი” არამარტო ინგლისში, არამედ ევროპაშიც ყველაზე საშიში გუნდია, რომელსაც გენერალი მეთაურობს და რომელიც გზად შემხვედრებს სასიამოვნო მოგონებების დატოვებას სულაც არ უპირებს. და მაინც, მე ისევ იმაზე ვფიქრობ – პეპ, ადამიანი არ ხარ?!...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110927
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X