ფეხბურთი

19:33 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი: “ახლა ისე გვჭირდება გამარჯვება, როგორც არასდროს”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მატჩი მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

“ამ ეტაპზე ძალიან ცუდ პოზიციაში ვიმყოფებით, რადგან “ბარსელონას” 11 ქულით მეტი აქვს, ვიდრე ჩვენ და ჩვენთვის 3 ქულა ძალზე მნიშვნელოვანია. ეს იქნება შესანიშნავი მატჩი. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება გამარჯვება, როგორც არასდროს” – განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115054