სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:47 | 17.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "პადრე პიო არ ვარ სასწაული რომ მოვახდინო"

იტალიური “მილანის” მთვარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო “ვერონასთან” (0:3) მარცხის შემდეგ იტალიურ მედიას ესაუბრა. “როსონერის” თავკაცის თქმით, შეშფოთებლია გუნდის მენტალური მდგომარეობით და იქვე დასძინა, წმინდანი არ ვარ, სასწაული რომ ჩავიდინოო.

“საწყისი 25 წუთის განმავლობაში რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, მეტოქემ კი პირველივე შანსი გამოიყენა. მერე კი გუნდი დაიბნა – ეს ჩვენი დიდი მინუსია. მართალია სირთულეები არის, მაგრამ ამაზე ხელმძღვანელობა მუშაობს და ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობთ.

ფიზიკურად უნდა გავძლიერდეთ და ამისთვის დროა საჭირო. ყველაზე მეტად კი მენტალური საკითხი მაფიქრებს. პადრე პიო (იტალიელი წმინდანი – ავტ) არ ვარ, რომ სასწაულები გავაკეთო”, - თქვა გატუზომ ნამატჩევს.

“მილანი” იტალიის სერია A-ში 17 ტურის შემდეგ 24 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იმყოფება. გატუზოს ხელმძღვანელობით “როსონერიმ” ყველა ტურნირის ჩათვლით 5 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 2 მოიგო, ამდენჯერვე დამარცხდა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.108874