ფეხბურთი

1:53 | 4.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" კალჩოს ზემოდან გადმოხედა

იტალიის სერია A-ს ახალი ლიდერი ჰყავს – მილანის “ინტერმა” “ნაპოლის” მარცხით მშვენივრად ისარგებლა და კალჩოს სათავეში მოექცა. “ნერაძური” ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს და კრიტიკოსებს სალაპარაკოს აძლევს. “ნერაძურიმ” მორიგი წარმოდგენა დადგა და ვერონას “კიევოს” დამარცხება ძალზე ადვილად მოიპოვა.

5:0 – “ინტერნაციონალეს” თამაში უბრალოდ დიდებული გახლდათ და თავისუფლად შეიძლებოდა სხვაობა უფრო სოლიდურიც ყოფილიყო. გმირი კი ივან პერიშიჩი იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბურთი სახლში დამსახურებულად წაიღო. “ინტერს” 39 ქულა აქვს. ასეთი კარგი სტარტი კი მილანელებს ისტორიაში ერთადერთხელ, 2006-2007 წლების სეზონში ჰქონდათ. მაშინ, “ნერაძურიმ” სკუდეტო მოიგო. რა იქნება ახლა? ფაქტია, სპალეტის ბიჭები ჩინებულად ირჯებიან. მომდევნო ტურში კი სერიოზული გამოცდა ელოდებათ. ტურინში, “იუვენტუსს” სტუმრობენ.

თუ “ინტერნაციონალეს” საქმე შესაშურად მისდის, “მილანის” საქმეებია ძალიან ცუდად. ჯენარო გატუზოს დებიუტიც წარუმატებელი, მეტიც კოშმარული გამოდგა. სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რაც მოხდა. “ბენევენტომ” განვლილი 14 მატჩი ისე ჩაატარა, კინკილა ქულაც ვერ მოიპოვა და აი, აგერ, “როსონერისთან” მისთვის ისტორიული ქულა მოიპოვა – პირველი სერია A-ში. თამაში კი ისეთი დრამატული გამოდგა, რომ სიტყვით აღწერა რთულია. “მილანი” ორჯერ იგებდა ჯაკომო ბონავენტურასა და ნიკოლა კალინიჩის გოლებით. მსაჯმა მატჩს 5 წუთი დაამატა და სწორედ ბოლო წუთი იწყებოდა, როდესაც მთავარი კულმინაცია მოხდა. დანილო კატალდიმ ჯარიმა ჩააწოდა, ხოლო საჯარიმოში ბურთს მეკარე, ალბერტო ბრინიოლი ელოდებოდა. 26 წლის კიპერმა მშვენიერი გოლი შეაგდო. ასე და ამრიგად, “ბენევენტომ” სადებიუტო ქულა ბოლო წამს, მეკარის გატანილი გოლით მოიპოვა და თანაც, “მილანთან”. სხვათა შორის, ბრინიოლი გახდა მესამე მეკარე იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში რამპუილასა და მასიმო ტაიბის შემდეგ, ვინც გოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ კი “რეჯინასა” და “ატალანტას” მატჩში მოხდა, როდესაც მასიმო ტაიბიმ გაათანაბრა. გატუზოს დებიუტი კი ჩაშხამდა და “მილანის” მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

საჩემპიონო რბოლაშია რომის “ლაციო”. სიმონე ინძაგის გუნდმა ამჯერად გენუაში მოიგო და დაამტკიცა, რომ მაღალი ამბიციები ნამდვილად აქვს. “სამპდორიას” აქამდე ყველა საშინაო თამაში ჰქონდა მოგებული და შესაბამისად, “არწივებისთვის” “მარასიზე” გამარჯვება მართლაც აქტივშია შესატანი. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ “სამპა” მალევე დაწინაურდა დუვან ძაპატას გოლით. მე-80 წუთამდე ინარჩუნებდნენ მასპინძლები სასურველ ანგარიშს, მაგრამ ბოლო 10 წუთში გატყდნენ. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა და ფელიპე კასიედომ “ლაციოს” მოაგებინეს.

კვირას კიდევ ორი მატჩი გაიმართა. “ფიორენტინამ” ადვილად სძლია “სასუოლოს” (3:0), ხოლო “ბოლონიამ” და “კალიარიმ” ქულები გაიყვეს.

“ბენევენტო” – “მილანი” 2:2 (0:1)

ბენევენტო, “ჩირო ვიგორიტო”

მაყურებელი: 15 000

“ბენევენტო” (4-3-3): ბრინიოლი; ლეტიცია, ჯიმშიტი, კოსტა, დი კიარა (გიამფი 80); მემუშაი (კოდა 80), ჩიბსა, კატალდი; დ’ალესანდრო, პუშკაში, პარიჯინი (ბრინიოლა 67)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

“მილანი” (3-4-3): დონარუმა; მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი; ბორინი (აბატე 60), მონტოლივო (ბილია 73), როდრიგესი; სუსო (ძაპატა 87), კალინიჩი, ბონავენტურა

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 0:1 ბონავენტურა (38), 1:1 პუშკაში (50), 1:1 კალინიჩი (57), 2:2 ბრინიოლი (90)

გაფრთხილება: კატალდი (29), დი კიარა (54), დ’ალესანდრო (90) – რომანიოლი (24, 75), როდრიგესი (71), კესი (89), აბატე (90)

გაძევება: რომანიოლი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 11 (7) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ბოლონია” – “კალიარი” 1:1 (0:1)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 17 780

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბაიე, მაიეტა, დე მაიო, მაზინა; დონსა, პულგარი, პოლი (ოკვონკვო 78); ვერდი, დესტრო (პეტკოვიჩი 90), პალასიო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“კალიარი” (3-5-1-1): რაფაელი; რომანია, ჩეპიტელი, პისაჩენე (კაპუანო 84); ფარაგო, ბარელა (დეიოლა 90), ჩიგარინი, იონიტა, პადოინი; ჟოაო პედრო (დესენა 72); პავოლეტი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 0:1 ჟოაო პედრო (42), 1:1 დესტრო (81)

გაფრთხილება: დესტრო (29), დე მაიო (44), პალასიო (62), მაიეტა (64), პოლი (67), მირანტე (85) – ჩეპიტელი (47), ბარელა (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფედერიკო ლა პენა

“ფიორენტინა” – “სასუოლო” 3:0 (2:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 24 000

“ფიორენტინა” (4-3-3): სპორტიელო; ლაურინი (უგო 75), პეცელა, ასტორი, ბირაგი; ბენასი, ბადელი, ვერეტუ; კიეზა, სიმეონე (საპონარა 86), ტერო (ბაბაკარი 75)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“სასუოლო” (3-4-3): კონსილი; გოლდანიგა, კანავარო, აჩერბი; გაცოლა (ლიროლა 65), მანიანელი, მისიროლი, პელუზო; ბერარდი (ფალჩინელი 62), მატრი, პოლიტანო (რაგუზა 79)

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 1:0 სიმეონე (32), 2:0 ვერეტუ (42), 3:0 კიეზა (71)

გაფრთხილება: ბენასი (39) – ბერარდი (56), მანიანელი (72), კანავარო (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (10) – 7 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 13:8 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ინტერი” – “კიევო” 5:0 (2:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 53 403

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (დალბერტი 77), შკრინიარი, რანოკია, სანტონი; ბორხა ვალერო, ბროჟოვიჩი; კანდრევა (კარამო 84), ჟოაო მარიო, პერიშიჩი; იკარდი (ედერი 75)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი (იაროშინსკი 87); დეპაოლი, რიგონი (ტომოვიჩი 64), ბასტიენი; ბირსა; ინგლეზე, მეჯორინი (გარიტანო 69)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 პერიშიჩი (23), 2:0 იკარდი (38), 3:0 პერიშიჩი (57), 4:0 შკრინიარი (60), 5:0 პერიშიჩი (90)

გაფრთხილება: რანოკია (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 30 (17) – 7 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 18:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“სამპდორია” – “ლაციო” 1:2 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 29 000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ბერეშინსკი, სილვესტრე, ფერარი, მურუ; ბარეტო, ტორეირა, პრატი (ვერე 84); რამირესი (ალვარესი 77); კვალიარელა (კოვნაცკი 70), ძაპატა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ბასტოსი (პატრიკი 62), დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (კაისედო 76), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (ლუკაკუ 76); ლუის ალბერტო; იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 ძაპატა (56), 1:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (80),1:2 კაისედო (90)

გაფრთხილება: იმმობილე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 13 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მარიო მაცოლენი

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 16 გოლი, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 15, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 12, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 8, ფაბიო კვალიარელა (“სამპდორია”) – 7, ივან პერიშიჩი (“ინტერი”) – 7.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.342628