ფეხბურთი

15:47 | 29.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ხალხს შეუძლია ის თქვას, რაც უნდა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, ესპანეთის თასის 1/16-ფინალში “ფუენლაბრადასთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კრიტიკის პასუხად აღნიშნა, რომ მთავარია მისმა გუნდმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა და მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იტყვის.

“სამეფო კლუბმა” ესპანეთის მესამე დივიზიონის წარმომადგენელს პირველი შეხვედრა სტუმრად 2:0 მოუგო, საკუთარ მოედანზე კი 2:2 ითამაშა.

“მოხარული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გადავედით. ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ ჩვენ მორიგი რაუნდი დავძლიეთ. ხალხს შეუძლია ის თქვას, რაც უნდა, მაგრამ ჩემი მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ. ბევრ მათგანს მთავარ გუნდში ნათამაშებიც არ ჰქონდა და მე მათ შანსი მივეცი” - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში მოედანს ორთვიანი უქმობის შემდგომ გარეთ ბეილი დაუბრუნდა.

0.104505