სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:57 | 22.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: დრამა ანდალუზიაში, ორი მერვედფინალისტი და ინტრიგა ბოლო ტურში (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგა განახლდა და მეხუთე ტურის პირველი სათამაშო დღის შემდეგ ორი მერვედფინალისტის ვინობა გახდა ცნობილი. მადრიდის “რეალი” და “ბეშიქთაში” ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ასპარეზობას პლეი-ოფიდან გააგრძელებენ.

არადა, შეიძლებოდა, გაცილებით მეტი პასუხი მიგვეღო, მაგრამ არ გამოვიდა. სამაგიეროდ, ბოლო ტურში ინტრიგა შენარჩუნდა. იქამდე კი, მეხუთე ტურის უდავოდ გამორჩეული მატჩი ანდალუზიაში შედგა...

E ჯგუფი

საოცარი შეხვედრა გაიმართა “რამონ სანჩეს პისხუანზე”, სადაც “ლივერული” “სევილიას” სტუმრობდა. ორი სხვა და სხვა ტაიმი შედგა – პირველში ინგლისელები დომინირებდნენ, მეორეში – ესპანელები. “ლივერპული” უკვე მეორე წუთზე გავიდა წინ: კუთხურს რობერტო ფირმინოს თავური მოჰყვა. სხვათა შორის, “წითლებმა” ჩემპიონთა ლიგაზე მეორე წუთზე გოლის გატანა მეორედ მოახერხეს. პირველად ამის გაკეთება ასევე სევილიაში მოხერხდა 2005 წელს, ოღონდ “ბეტისის” კარში. თავის მხრივ, “სევილიამ” ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა. მალევე, იურგენ კლოპის გუნდმა კიდევ ერთი კუთხური ჩააწოდა და მეორე შეაგდო. ისე გავდა პირველ გოლს, გარჩევაც გაგიჭირდებოდათ. ოღონდ ფირმინომ საგოლე პასი მიითვალა, გოლი სადიო მანემ გაიტანა. სენეგალელი მანე გახდა მერვე ფეხბურთელი “ლივერპულისა”, რომელმაც მიმდინარე ლიგაზე გოლი გაიტანა. ცოტა ხანში ისევ მანე-ფირმინოს დუეტმა მესამე გოლი შექმნა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ. “ლივერპული” ამ შედეგით არათუ მერვედფინალს, არამედ პირველ ადგილს იბევებდა ჯგუფში...

...თუმცა, თურმე, მეორე ტაიმში ყველაფერი წინ ყოფილა. ვისამ ბენ იადერმა ჯერ კუთხურის შემდეგ თავურით, მერე პენალტით მინიმუმადე დაიყვანა სხვაობა. სხვათა შორის, ფრანგი “სევილიას” ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (8 გოლი), აჯობა რა, ფრედერიკ კანუტეს (7 გოლი).

მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე კიდევ ერთი კუთხური დასრულდა გოლით – პიზარომ ადგილობრივი პუბლიკა ძალიან გაახარა, ხოლო კლოპი გაოგნებული შეჰყურებდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა – 3:3. აღვნიშნოთ, რომ 2017 წელს “სევილია” საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა (18 მოგება, 8 ფრე). “დალაქებმა” ბოლოს “სანჩეს პისხუანზე” ზუსტად 1 წლის წინ, ტურინის “იუვენტუსთან” წააგეს (1:3).

გუშინდელმა მატჩმა კი, ბევრს ალბათ “ლივერპული” – “მილანის” ლეგენდარული ფინალი გაახსენა. მაშინ ინგლისელებმა შეძლეს სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. სხვათა შორის, თამაშის შემდეგ ბენ იადერმა სოციალურ ქსელში სწორედ სტამბოლის ფინალი გაიხსენა და “ლივერპული” დატროლა... აქვე გეტყვით, რომ “წითლებმა” 3:0-დან თამაშის მოგება ბოლოს 2014 წელს ვერ შეძლეს, როცა “კრისტალ პალასთან” განიავდა სამბურთიანი უპირატესობა.

ჩინებული შანსი გაუშვა მოსკოვის “სპარტაკმა” რუსეთის ჩემპიონმა ისევე როგორც პირველ ტურში, ვერც ახლა მოუგო აუტსაიდერ “მარიბორს” – 1:1. მასიმო კარერას გუნდმა 82-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბოლოს მაინც გაუშვა და ორი ძვირფასი ქულა დაკარგა. სხვათა შორის, “სპარტაკს” სლოვენიის ჩემპიონთან ორ თამაშში 4 ქულა რომ არ დაეკარგა, ახლა ჯგუფის ლიდერი იქნებოდა... მიუხედავად ამისა, “სახალხო გუნდს” ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. ამისთვის ერთადერთი, მაგრამ ძალინ რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი – “ენფილდ როუდზე” უნდა მოიგოს.

თავის მხრივ, ბოლო ტურში “ლივერპულს” ფრეც დააკმაყოფილებს, რაც შეეხება “სევილიას”, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ალბათ ედუარდო ბერიცოს გუნდია. აუტსაიდერ “მარიბორს” ხვდება და ყველა სიკეთესთან ერთად, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს ჯგუფიდან.

“სპარტაკი” – “მარიბორი” 1:1 (0:0) VIDEO

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა”

მაყურებელი: 36 619

“სპარტაკი” (4-1-4-1): სელიხოვი; პეტკოვიჩი (ზობნინი 73), ტასკი, კუპეტოვი, კომბაროვი; ფერნანდო; ლუის ადრიანო, პოპოვი (მელგარეხო 63), პაშალიჩი (გლუშაკოვი 53), პრომესი; ზე ლუიში

მწვრთნელი: მასიმო კარერა

“მარიბორი” (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი; მილეჩი, შულერი, ბილონგა, ვილერა; ვროვეჩი (ვრშიჩი 46); ბაიდე (ჰოტიჩი 68), პილერი, კაბა, ბოჰარი (მესანოვიჩი 83); ტავარეში

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

გოლები: 1:0 ლუის ადრიანო (82), 1:1 მესანოვიჩი (90)

გაფრთხილება: პოპოვი (49), ლუის ადრიანო (51), კუტეპოვი (62) – ვროვეჩი (23)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 7 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:0 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“სევილია” – “ლივერპული” 3:3 (0:3) VIDEO

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

მაყურებელი: 39 495

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; მერკადო, გეისი, ლენგლე, ესკუდერო; პიზარო, ნზონზი (ვასკესი 46); სარაბია, ბანეგა, ნოლიტო (მურიელი 73); ბენ იადერი (კორეა 81)

მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; გომესი, ლოვრენი, კლავანი, მორენო (მილნერი 63); ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო (ემრე ჯანი 63); სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 87), ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ფირმინო (2), 0:2 მანე (22), 0:3 ფირმინო (30), 1:3 ბენ იადერი (51), 2:3 ბენ იადერი (60, პენ), 3:3 პიზარო (90)

გაფრთხილება: ბანეგა (45), მერკადო (54) – მორენო (38), ჰენდერსონი (68), ემრე ჯანი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 9 (7) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 11:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

F ჯგუფი

“მანჩესტერ სიტის” პელი-ოფი გარანტირებული ჰქონდა, ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ როტერდამის “ფეიენოორდს” თავი შეაკლა. თუმცა, მაინც პრესტიჟის საქმე იყო ჰოლანდიის სუსტი ჩემპიონის შინ ძლევა. “ქალაქელთა” თამაში არ ყოფილა ამჯერზე ისეთი თვალსასეირო, როგორც მივეჩვიეთ მიმდინარე სეზონში, მაგრამ გამარჯვებულებს არ განსჯიან – რაჰიმ სტერლინგმა 88-ე წუთზე ულამაზესი კომბინაციის შედეგად შეძლო და მოაგებინა თავის გუნდს. “სიტის” 5 ტურში ქულაც არ დაუკარგავს და ბუნებრივია მერვედფინალში პირველი ადგილით გადის.

ჯერჯერობით გასარკვევია ვინ იქნება ამ ჯგუფში მეორე. “შახტარს” ნეაპოლში ფრეც აძლევდა ხელს და პირველი ტაიმი ისე ჩაატარა, თითქოს მიეღწია უნდა საწადელისთვის, მაგრამ... მეორე ტაიმში “ნაპოლიმ” გაიღვიძა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 3:0. ყველაფერი კი ლორენცო ინსინიეს ზღაპრული გოლით დაიწყო. მერე პიოტრ ზიელინსკიმ და დრის მერტენსმაც შეაგდეს. სხვათა შორის, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგაზე სამბურთიანი უპირატესობით 1990 წლის მერე პირველად გაიმარჯვეს.

ახლა, ბოლო ტურის წინ საკითხი ასე დგას: “სიტი” პირველია, “ფეიენოორდი” – ბოლო. ვინ იქნება მეორე? “შახტარს” მერვედფინალამდე 1 ქულა აშორებს და დასკვნით ტურში “სიტის” უმასპინძლებს. “ნაპოლის” შანსი კი შემდეგში მდგომარეობს: თვითონ როტერდამში უნდა მოიგოს და პეპ გვარდიოლას გუნდმა “შახტარი” დაამარცხოს. ვნახოთ, როგორ წავა საქმეები მეექვსე ტურში.

“ნაპოლი” – “შახტარი” 3:0 (0:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 10 573

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კირიკეში, ჰისაი; ზიელინსკი (მარიო რუი 86), დიავარა, ჰამშიკი (როგი 77); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (ალანი 65)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო (ალან პატრიკი 70); მარლოსი (დენტინიო 79), ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 1:0 ინსინიე (56), 2:0 ზიელინსკი (81), 3:0 მერტენსი (83)

გაფრთხილება: მაჯო (25), კირიკეში (77), რეინა (85) – ისმაილი (78), ფერეირა (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 8:1

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

“მანჩესტერ სიტი” – “ფეიენოორდი” 1:0 (0:0) VIDEO

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 43 548

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, მანგალა, დანილო; დე ბრუინი (გაბრიელ ჟესუსი 64), ტურე (ფოდენი 75), გუნდოგანი; ბერნარდო სილვა, აგუერო, სტერლინგი (დიასი 90)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; დიკსი (ნიუვკოპი 72), ტაპია, ვან ბეკი, ჰაპსი; ამრაბატი, ტოორნსტრა, ვილენა; ბერგუისი (ბასაჩიკოღლუ 82), ბოეტიუსი (იორგენსენი 69), ლარსონი

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

გოლი: 1:0 სტერლინგი (88)

გაფრთხილება: მანგალა (59), დე ბრუინი (60), დანილო (86) – ველენა (56), ჯონსი (74), ტოორნსტრა (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ივან კრიზლიაკი (სლოვაკეთი)

G ჯგუფი

სპეციალისტთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ეს ჯგუფი ყველაზე სუსტი იყო. ალბათ ამიტომაცაა, რომ მეხუთე ტურის შემდეგ “ბეშიქთაშმა” პირველი ადგილი გაიფორმა. “არწივები” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად ითამაშებენ. ისტორიულ შედეგს თურქეთის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე “პორტუსთან” ფრის შედეგად მიაღწია. თავიდან პორტუგალიელები იგებდნენ, მაგრამ თურქებმა მალევე გაქვითეს. მეორე ტაიმში კი თავი არცერთს მოუკლავს, რადგან მეტ-ნაკლებად ქულა ორივეს აძლევდა ხელს. თუ “ბეშიქთაშს” თავი ქუდში აქვს, “პორტუს” ყველაფერი ხელთ უპყრია – ბოლო ტურში შინ “მონაკო” უნდა დაამარცხოს და მერვედფინალში ითამაშებს.

ის “მონაკო”, რომელიც შარშან ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ წელს უკვე ჯგუფში ჩარჩა და ჩარჩა თან ისე, რომ ბოლო ადგილს ვერ მოსცილდება. “მონაკოს” ბოლო შანსი “ლაიფციგის” დამარცხებაში მდგომარეობდა, თუმცა რად გინდა, პირველი ტაიმში შერცხვა – 1:4. სხვათა შორის, “ლაიფციგი” მეორე გერმანული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. ამაზე მეტი მხოლოდ “ბაიერნმა” შეაგდო პირველ ნახევარში (5 გოლი), როდესაც “რომა” 7:1 გააცამტვერა. თავის მხრივ, “მონაკომ” საშინაო თამაშში 4 გოლი 2009 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. მოკლედ, “თავადებს” 2 ქულით მეოთხე ადგილი აქვთ გარანტირებული, ხოლო “ლაიფციგს” “პორტუს” დარ 7 ქულა დაუგროვდა. ოღონდ ეგაა, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი თავის თავზე მაინც არაა დამოკიდებული, რადგან პორტუგალიელებთან ურთიერთშეხვედრებში ცუდი მაჩვენებელი აქვს.

“ბეშიქთაში” – “პორტუ” 1:1 (1:1) VIDEO

სტამბული, “ვოდაფონ არენა”

მაყურებელი: 42 000

“ბეშიქთაში” (4-3-3): ფაბრი; გონული, პეპე, ტოშიჩი (მედელი 46), ადრიანო; არსლანი, ჰატჩინსონი, ტალისკა (ოზიაკუპი 87); კვარეჟმა (ნეგრედო 90), ჯენკ თოსუნი, ბაბელი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

“პორტუ” (4-2-3-1): ჟოზე სა; რიკარდუ (კორონა 80), ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; დანილუ, ერერა (რეიესი 90); მაქსი პერეირა, ოლივეირა, ბრაჰიმი; აბუბაკარი

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაო

გოლები: 0:1 ფელიპე (29), 1:1 ტალისკა (41)

გაფრთხილება: ტალისკა (43), გონული (65) – ოლივეირა (9), მაქსი პერეირა (23)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 6 (2) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:0 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

“მონაკო” – “ლაიფციგი” 1:4 (1:4) VIDEO

მონტე კარლო, “ლუი II”

მაყურებელი: 9 029

“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე; ტილემანსი, ფაბინიო, მოუტინიო (კარილო 83), ლოპეში (გეძალი 66); კეიტა (დიახაბი 59), ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი

“ლაიფციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰალსტენბერგი; კეიტა, კამპლი; ზაბიცერი (დემე 35), ფორსბერგი (ლაიმერი 79); პოულსენი, ვერნერი (ბრუმა 58)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 ჟემერსონი (6, ა.გ), 0:2 ვერნერი (9), 0:3 ვერნერი (31, პენ), 1:3 ფალკაო (43), 1:4 კეიტა (45)

გაფრთხილება: მოუტინიო (37), ჟემერსონი (46), ფაბინიო (49), ჟორჟე (85) – პოულსენი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 7 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 5:6

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

H ჯგუფი

აქ ბოლო ტური ფორმალობის საკითხი გახდა. “ტოტენჰემმა” პირველი ადგილი გაინაღდა, “რეალმა” – მეორე. გეტყვით, რომ “დეზებმა” მორიგი თამაში მოიგეს. “დორტმუნდი”, რომლის საშინელი კრიზისი ისევ გრძელდება, პირველი ტაიმის მერე ამარცხებდა მაურისიო პოჩეტინოს გუნდს, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც წააგო. ისევ გაიტანა ჰარი კეინმა, რომელსაც 2017 წელს 38 თამაშში 39 გოლი დაუგროვდა. “ტოტენჰემმა” პოოჩეტინოს ხელმძღვანელობით საიუბილეო, მეასე თამაში მოიგო. “დორტმუნდმა” კი ხუთ ტურში 10 გოლი გაუშვა და ეს მისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჩემპიონთა ლიგაზე.

“რეალმა” ნიქოზიაში შავი დღე აყარა “აპოელს” და 6:0 მოუგო. ამ გამარჯვებით ზინედინ ზიდანის გუნდმა პლეი-ოფი დაიბევა, თუმცა პირველ ადგილს ბოლო ორი სეზონის ტრიუმფატორი ვერ შესწვდა. ერთი ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუ ლიგაზე და მეორე – ლა ლიგაში. მიმდინარე სეზონში ნამდვილად ასეა. პორტუგალიელმა ამჯერად დუბლი შეასრულა და ორი რეკორდი დაამყარა: კრიშტიანურ “რეალის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 98 გოლი დაუგროვდა და ამ ტურნირზე ერთი გუნდის რიგებში ამაზე მეტი არავის გაუტანია. აქამდე რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელმაც “ბარსელონას” 97 გოლი შეაშვალა. ვნახოთ, მესი დღეს ჩაატარებს მეხუთე ტურის მატჩს. და მეორე რეკორდი: რონალდუმ 2017 წელს ჩემპიონთა ლიგაზე 18 გოლი გაიტანა. ერთი წლის განმავლობაში ასეთი შედეგი არასდროს დაუფიქსირებია ვინმეს.

"ბლანკოსმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 22-ედ დაძლია. გარდა ამისა - ბოლოს მადრიდულმა გრანდმა ევროსარბიელზე სტუმრად ამაზე დიდი ანგარიშით 1978 წელს მოიგო (7:0 "პროგრესთან"). ნიქოზიაში ესპანური გუნდისთვის კიდევ ერთი საინტერესო შედეგი დაფიქსირდა - "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის პირველ ტაიმში პირველად მოახერხა 4 გოლის გატანა.

“ტოტენჰემი” 3 ქულით სჯაბნის “რეალს” და ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს, პირველი ადგილით გადის მერვედფინალში, ხოლო “სამეფო კლუბი” მეორე პოზიციით კმაყოფილდება. ბოლო ტურში მცირე ინტრიგა მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურში მდგომარეობს – “დორტმუნდსა” და “აპოელს” 2-2 ქულა აქვთ. თუმცა, რამდენად შესწევს ორ აუსტაიდერს ლიდერებთან სტუმრად ქულების მოპოვება, სხვა საკითხია. ისე, თანაბარი ქულების შემთხვევაში ევროპა ლიგაზე “ბორუსია” გადაინაცვლებს.

“აპოელი” – “რეალი” 0:6 (0:4) VIDEO

ნიქოზია, “ნეო სთედიუმი”

მაყურებელი: 19 705

“აპოელი” (3-4-2-1): პერესი; ვუროსი, რუედა, კარლაო; სალაი (ეფრემი 60), მორაიში (ებესილიო 66), ვინისიუსი (ფარიასი 59), ლაგო; ზაიდი, ალონეფტისი; პოტე

მწვრთნელი: გეორგ დონისი

“რეალი” (4-3-3): კასილია; კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო (ერნანდესი 58); მოდრიჩი, კროოსი (სებალოსი 58), ასენსიო; ვასკესი, ბენზემა (მაიორალი 64), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 მოდრიჩი (23), 0:2 ბენზემა (39), 0:3 ნაჩო (41), 0:4 ბენზემა (45), 0:5 რონალდუ (49), 0:6 რონალდუ (54)

გაფრთხილება: კარვახალი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 16 (9) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: არტურ დიასი (პორტუგალია)

“დორტმუნდი” – “ტოტენჰემი” 1:2 (1:0) VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 65 849

“დორტმუნდი” (4-3-3): ბიურკი (ვაინდეფელერი 90), ტოლიანი, ბარტრა, ზაგადუ (ტოპრაკი 78), შმელცერი; კაგავა (კასტრო 66), ვეიგლი, გიოტცე; იარმოლენკო, ობამეიანგი, გუერეირო

მწვრთნელი: პეტერ ბოში

“ტოტენჰემი” (3-4-1-2): ლორისი; დაიერი, სანჩესი, ვერტონგენი; ორიე, უინკსი, ერიკსენი (სისოკო 85), როუზი; ალი (დემბელე 81); სონი, კეინი (ლორენტე 86)

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 1:0 ობამეიანგი (31), 1:1 კეინი (49), 1:2 სონი (76)

გაფრთხილება: შმელცერი (52), ტოლიანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 8:10 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.124681
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X