სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:30 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალი "სკუადრა აძურა"
იტალიის ნაკრებში ბევრი სიახლეა მოსალოდნელი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის ეროვული ნაკრები 26 წლიანი პაუზის შემდეგ დიდ საფეხბურთო ფორუმს დააკლდება. “სკუადრა აძურამ” ბოლოს 1992 წელს შვედეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა. რაც შეეხება უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატს, აპენინელები ბოლოს 1958 წლის მუნდიალს დააკლდენ, რომელიც ასევე შვედეთში გაიმართა.

სიმბოლურია, რომ ახლაც იტალიის კოშმართან პირდაპირ კავშირში შვედეთი აღმოჩნდა, რომელსაც პლეი-ოფში ვერაფერი მოუხერხა და პლანეტის პირველობის მიღმა ისტორიაში მესამედ დარჩა (1930, 1958 და 2018).

იტალიის ნაკრები გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს, რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. ჯიჯი ბუფონი, დანიელე დე როსი და ანდრეა ბარძალი ეროვნულ გუნდს უკვე ოფიციალურად დაემშვიდობნენ. საინტერესოა, რომ სამივე მათგანმა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გერმანიაში გამართულ მუნდიალზე. ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი უთქვამს ჯორჯო კიელინის, თუმცა 33 წლის მცველი ფიქრობს. მისი თქმით, ჯერ არ იცის, გააგრძელებს თუ არა ნაკრებში თამაშს.

ამასობაში, იტალიას ისღა დარჩენია, რომ ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლისთვის სამზადისი დაიწყოს. საინტერესოა, როგორი ფორმაციის იქნება ახალი “სკუადრა აძურა”? “სკუადრა აძურა” ჯიჯი ბუფონის, დანიელე დე როსის, ანდრეა ბარძალისა და შესაძლოა ჯორჯო კიელინის გარეშეც...

მეკარე

20 წლის შემდეგ იტალიის კარს ჯანლუიჯი ბუფონი აღარ დაიცავს. თუმცა, მისი მემკვიდრე დიდი ალბათობით ისევ ჯანლუიჯი იქნება, ოღონდ დონარუმა. 18 წლის მეკარე მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე ცნობილია საფეხბურთო სამყაროში და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. მეტიც, დონარუმას აქტივში უკვე 4 სანაკრებო მატჩია (ყველა ამხანაგური) და ამდენჯერ, ასეთ ასაკში “სკუადრა აძურას” რიგებში არავის უთამაშია.

“მილანის” მეკარის გარდა, იტალიის ნაკრების პირველ ნომრად მატია პერინიც განიხილება. “ჯენოას” 25 წლის კაპიტანი, რომელიც უკვე კარგა ხანია ნაკრების წევრია, თუმცა ძირითადად მესამე მეკარის როლის მორგება უწევდა. არიან სხვა კანდიდატებიც: “სპალის” 19 წლის კიპერი ალექს მერეტი – მან თავი 2016 წელს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე გამოიჩინა. გასულ სეზონში კი სერია B-ში ითამაშა დიდებულად და “სპალს” დაეხმარა ელიტის საგზურის მოპოვებაში. თუმცა, მერეტის დებიუტი სერია A-ში ჯერ არ შემდგარა, რადგან სენეგალელი ალფრედ გომისის დუბლიორობა უწევს...

სიმონე კუფეტი ერთ დროს “ატლეტიკოს” მთავარი სამიზნე იყო და იტალიის მთავარ ლიგაში სისტემატურად ჯერ კიდევ სამი წლის წინ თამაშობდა. თუმცა, ახლა უკვე 20 კიპერი “უდინეზეს” სათადარიგო სკამსაა გაშინაურებული. სკუფეტიმ მიმდინარე სეზონში ძირითადში დაიწყო თამაში, მაგრამ ბოლო პერიოდში ჯიჯი დელ ნერი ვეტერან არგენტინელ ალბანო ბიძარის ამჯობინებს. ზემოხსენებულთ გარდა, იტალიური მედია მარკო სპორტიელოსა (“ფიორენტინა”) და ალესიო კრანიოს (“კალიარი”) გამოჩენასაც არ გამორიცხავენ.

ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), მატია პერინი (“ჯენოა”), სიმონე სკუფეტი (“უდინეზე”), ალექს მერეტი (“სპალი”), მარკო სპორტიელო (“ფიორენტინა”), ალესიო კრანიო (“კალიარი”).

დაცვა

დაცვის ხაზმა მსოფლიოს ჩემპიონი ანდრეა ბარძალი მოისაკლისა. ამას შესაძლოა ჯორჯო კიელინიც დაემატოს და მოკლედ, როგორც ხედავთ, “სკუადრა აძურას” ახალ მწვრთნელს უკანა ხაზის თავიდან აწყობაზეც მოუწევს ფიქრი. თუმცა, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იტალიას დაცვაში დიდი პრობლემები არ უნდა შეექმნას. ლეონარდო ბონუჩი ჯერ კიდევ საფეხბურთო ასაკშია და აგრძელებს სანაკრებო კარიერას. თუ ისე მოხდა, რომ კიელინიც დარჩა, მაშინ დაცვის ცენტრალური წყვილი უცვლელი იქნება.

თუმცა, “სკუადრას” სხვა საინტერესო ბიჭები ჰყავს – დანიელე რუგანი “იუვენტუსიდან”, რომელმაც უკვე მოასწრო ოთხი თამაშის ჩატარება ეროვნულ ნაკრებში. 23 წლის რუგანიმ საფეხბურთო იტალია ჯერ კიდევ 2014-2015 წლების სეზონში აალაპარაკა, როცა “ემპოლის” მაისურით სერია A-ში 38 მატჩი (შეუცვლელად) ჩაატარა და თან ისე, რომ ყვითელი ბარათიც არ მიუღია (3 გოლი გაიტანა). იმავე სეზონში რუგანი იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. დანიელეს ჩინებული თამაში უმალვე დაუფასდა და “იუვენტუსში” აღმოჩნდა. “ბებერ ქალბატონში” განვლილ ორ სეზონში ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ სეზონში 20 თამაში მაინც ჩაატარა. წელს კი, ბონუჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი კიელინის შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ რუგანის ათამაშებს მცველებიდან. მოკლედ, დანიელე რუგანი იტალიის ერთ-ერთი იმედია და საფუძვლიანადაც.

იგივე შეიძლება ვთქვათ ალესიო რომანიოლიზე – “მილანის” უკანახაზელი, რომელსაც სხვათა შორის მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში. იგი “რომას” აკადემიის აღზრდილია, თუმცა სახელი “სამპდორიაში” 2014-2015 წლების სეზონში გაითქვა. შემდეგ “როსონერიში” 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა. 22 წლის რომანიოლის ჯან პიერო ვენტურა ხშირად ენდობოდა და 5 (სამი ოფიციალური) სანაკრებო მატჩიცაა მის აქტივში.

მატია კალდარა ბერგამოს “ატალანტას” ძალიან საინტერესო მცველია. მცველი ბომბარდირული თვისებებით. თავად განსაჯეთ, შარშან სერია A-ში 7 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი უკვე ორჯერ მოასწრო თავის გამოჩენა. კალდარას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, მაგრამ 23 წლის მცველმა სან მარინოსთან მაინც მოირგო “სკუადრა აძურას” მაისური (ოფიციალურ სტატისტიკაში ეს თამაში არ შედის, რადგან ფიფა-სა და უეფა-ს კალენდარული მატჩი არ ყოფილა) და გოლიც გაიტანა. კალდარას ჩინებული თამაში დაუფასდა და ის უკვე “იუვენტუსის” წევრია. უბრალოდ, მიმდინარე სეზონს “ატალანტაში” საიჯარო ხელშეკრულებით ჩაამთავრებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფიგურაა “კალიარის” ცენტრალური მცველი ფილიპო რომანია – 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც “იუვენტუსის” აკადემიაში გაიზარდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მიზნით წელს სარდინიელებს მიაშურა. რომანია ნელ-ნელა სერია A-ს უშინაურდება და ბოლო 6 თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

რაც შეეხება ფლანგის მცველებს: მატეო დარმიანი, დანილო დ’ამბროზიო, მატია დე შილიო, დავიდე ძაპაკოსტა. ეს, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც უკვე ითვლებიან იტალიის ნაკრების კანდიდატებად და წევრებად. ამ სიას უნდა დავუმატოთ ანდრეა კონტი – “მილანის” ძალზე საინტერესო მარჯვენა მცველი, რომელსაც შარშან “ატალანტაში” საოცარი სეზონი ჰქონდა. 23 წლის ფეხბურთელი ახლა ტრავმირებულია და მოედანს ახალი წლის მერე უნდა დაუბრუნდეს. “ატალანტას” კიდევ ერთი ფეხბურთელიც უნდა ვახსენოთ – ლეონარდო სპინაცოლა. ვენტურა მასაც ხშირად ენდობოდა შესარჩევ ციკლში და 5-ჯერ მოირგო ცისფერი მაისური. აღსანიშნავია, რომ სპინაცოლაც “იუვენტუსის” საკუთრებაშია და დამდეგ ზაფხულს სწორედ ტურინული გრანდის რიგებში გადაბარგდება.

იტალიის ნაკრების ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება “რომას” მარცხენა მცველი ემერსონ პალმიერი – ემერსონი ბრაზილიელია, თუმცა იტალიის მოქალაქეა და უკვე გადაწყვეტილია, რომ დაინტერესების შემთხვევაში, “სკუადრა აძურასთვის” ითამაშებს. ემერსონი შარშან ხშირად ხვდებოდა “ჯალოროსის” შემადგენლობაში. თუმცა მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ლაზარეთში უწევს ყოფნა. მარცხენა მცველის პოზიციაზე იკვეთება კიდევ ერთი კანდიდატურა – ანტონიო ბარეკა. 21-წლამდე ნაკრებისა და “ტორინოს” ძალზე საინტერესო ფეხბურთელი. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს ალესანდრო ფლორენცი, რომელიც უნივერსალია და როგორც ნახევარდაცვაში, ისე დაცვაში გარჯა ხელეწიფება.

ლეონარდო ბონუჩი (“მილანი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”), ალესიო რომანიოლი (“მილანი”), მატია კალდარა (“ატალანტა” / “იუვენტუსი”), ანდრეა კონტი (“მილანი”), დავიდე ძაპაკოსტა (“ჩელსი”), ფილიპო რომანია (“კალიარი” / “იუვენტუსი”), ემერსონი (“რომა”), ანტონიო ბარეკა (“ტორინო”), ლეონარდო სპინაცოლა (“ატალანტა” / “იუვენტუსი”), მატია დე შილიო (“იუვენტუსი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი”), დანილო დ’ამბროზიო (“ინტერი”).

ნახევარდაცვა

ნახევარდაცვის ხაზმაც დიდი დანაკლისი განიცადა. დანიელე დე როსის გარეშე “სკუადრა აძურას” წარმოდგენა ბოლო დროს წარმოუდგენელიც იყო. დე როსიმ 2004 წლიდან 117-ჯერ დაიცვა სამშობლოს ღირსება და 21 გოლი გაიტანა (ნახევარმცველებში სარეკორდო შედეგი იტალიისთვის, როგორც მატჩების რაოდენობა, ისე გოლები). დე როსიზე მეტჯერ იტალიისთვის მხოლოდ პაოლო მალდინი, ფაბიო კანავარო და ჯიჯი ბუფონი გარჯილან.

და, რა იქნება ახლა დე როსის გარეშე? – იტალიაში ძალიან ბევრს აკრიტიკებენ მარკო ვერატის. 25 წლის ფეხბურთელი პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერია უკვე წლებია, თუმცა იტალიის ნაკრებში მეტად უფერულად ირჯება ხოლმე. მიუხედავად ამისა, აპენინზე სჯერათ, რომ ვერატი ნაკრებშიც იპოვის თავის თამაშს და ისევე იტვირთებს დირიჟორის ფუნქციას, როგორც ამას კლუბში აკეთებს. ვერატის გარდა ადგილი ნაკრებში გარანტირებული უნდა ჰქონდეს ბრაზილიელ ჟორჟინიოსაც, რომელიც “ნაპოლიში” დიდებულ სეზონს ატარებს და ასაკიც ყველაფრისთვის უწყობს ხელს – 26 წელი. საინტერესო ფიგურაა რობერტო გალიარდინი “ინტერიდან”. ისიც “ატალანტას” პროდუქტია, თუმცა შარშან ზამთარში “ინტერის” რიგებში გადაინაცვლა და სათამაშო პრაქტიკაც მუდმივი აქვს. სხვათა შორის, დე როსიმ თავის მემკვიდრედ ამასწინდელ ინტერვიუში სწორედ გალიარდინი დაასახელა.

ნახევარდაცვის ცენტრში, ისევე როგორც ფლანგზე თამაში შეუძლია უკვე ნახსენებ ალესანდრო ფლორენცისაც, რომელიც იტალიის ნაკრების უკვე გამცოდილი წევრია. არ უნდა დაგვავიწყდეს კლაუდიო მარკიზიო – “იუვენტუსის” საყრდენი, რომელიც ბოლო პერიოდში ტრავმებმა გატანჯა, თორემ იქამდე ყველამ იცის, რომ ნაკრებშიც და კლუბშიც შეუცვლელი ფიგურა იყო. წესით, თუ კლაუდიო ფორმას აღიდგინეს და ტრავმებსაც თავს დააღწევს, იტალიას დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს. თანაც, არც ისეთი საგანგაშო ასაკი აქვს – 31 წელი.

იტალიის ნაკრებს ახალი სახე უკვე ჰყავს – ლორენცო პელეგრინი ჯერ კიდევ ჯან პიერო ვენტურას პერიოდში იყო ეროვნულ გუნდში და 3 თამაშიც ჩაატარა. პელეგრინი მართლაც საინტერესო ფიგურაა და “სასუოლოში” კარგი თამაში არამარტო ნაკრებით, არამედ კლუბის მხრივაც დაუფასდა. ზაფხულში “რომაში” ჩაირიცხა და ხშირად ძირითად შემადგენლობაშიც ხვდება. არ უნდა დავივიწყოთ 21-წლამდელთა ყოფილი კაპიტანი მარკო ბენასი, რომელიც ახლა “ფიორენტინას” ერთ-ერთი ლიდერია. ასევე “ტორინოს” შუახაზელი, დანიელე ბაზელი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და იტალიაში მასზეც მყარდება დიდი იმედი. შეგვიძლია ნახევარდაცვის ერთ-ერთ წევრად მოვიაზროთ ანტონიო კანდრევაც. “ინტერის” ფეხბურთელი იტალიის ნაკრების შეუცვლელი ფიგურაა უკვე 2013 წლიდან.

უნდა ვახსენოთ ჯაკომო ბონავენტურაც, რომელიც ხშირად ხვდება ხოლმე იტალიის ნაკრების ფართო შემადგენლობაში და “მილანის” წამყვანი ფეხბურთელიცაა. ახალ სახეებს რაც შეეხება – უპირველესად “ატალანტას” ნიჭიერი საყრდენი ბრაიან კრისტანტე უნდა გამოვყოთ, რომელიც ჩინებულ სეზონს ატარებს და “იუვენტუსმა” მიზანშიც ამოიღო და ასევე “იუვეს” ნახევარმცველი როლანდო მანდრაგორა. 20 წლის ჩამშლელი, რომელიც ახლა იჯარით “კროტონეშია” და თუ კალაბრიელებს ქულები აქვთ ამ დროისთვის დაგროვილი სერია A-ში, დიდწილად სწორედ მანდრაგორას კარგი თამაშის დამსახურებაა. “კალიარის” 20 წლის ნახევარმცველი ნიკოლო ბარელაც განიხილება კანდიდატთა შორის. ბარელას სერია A-ში დებიუტი ჯერ კიდევ 17 წლისას ჰქონდა, თუმცა სარდინიელთა სასტარტოს წევრი გასულ სეზონში გახდა (28 მატჩი). მიმდინარე სეზონში ნიკოლომ პროგრესი განაგრძო და 12 შეხვედრაში უკვე 2 გოლიც შეაგდო. პარალელურად ბარელა ახალგაზრდული ნაკრების წევრიცაა.

ყურადღების ცენტრში არიან მანუელ ლოკატელი და ალესანდრო მურჯია. “მილანის” 19 წლის საყრდენმა ყურადღება ჯერ კიდევ შარშან მიქცია, როდესაც “როსონერის” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა. ბოლო დროს მანუელი ისეთი ეფექტური ვეღარაა, მაგრამ ნიჭი რომ აქვს ფაქტია და თუ ზრდას გააგრძელებს, ნაკრებშიც ვიხილავთ. რაც შეეხება “ლაციოს” 21 წლის ფეხბურთელს – სერია A-ში დებიუტი შარშან ჰქონდა და 14 შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა. სიმონე ინძაგი მურჯიას წელსაც ენდობა. ფეხბურთელიც შეძლებისდაგვარად უფასებს: ევროპა ლიგაზეც გაიტანა მიმდინარე სეზონში 1 გოლი და რაც მთავარია, იტალიის სუპერთასზე “იუვენტუსის” კარი ბოლო წუთზე დალაშქრა და რომაელებს ტიტული მოაგებინა.

ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ლორენცო პელეგრინი (“რომა”), ჟორჟინიო (“ნაპოლი”), მარკო ვერატი (“პარი სენ ჟერმენი”), მარკო ბენასი (“ფიორენტინა”), დანიელე ბაზელი (“ტორინო”), რობერტო გალიარდინი (“ინტერი”), ანტონიო კანდრევა (“ინტერი”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), ბრაიან კრისტანტე (“ატალანტა”), როლანდო მანდრაგორა (“კროტონე” / “იუვენტუსი”), ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”), ნიკოლო ბარელა (“კალიარი”). ალესანდრო მურჯია (“ლაციო”), მანუელ ლოკატელი (“მილანი”).

თავდასხმა

სხვა რგოლებისგან განსხვავებით, იტალიის ნაკრების შეტევა არავის დაუტოვებია. “სკუადრა აძურაში” ისევ უნდა ველოდოთ ძველ სახეებს – ლორენცო ინსინიე, ანდრეა ბელოტი, ჩირო იმმობილე, სტეფან ელ შაარავი, სიმონე ძაძა, საფეხბურთო ასაკში არიან და მეტიც, კარიერის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვთ.

ე.წ “ტრეკვარტისტას”, გნებავთ, “ფანტაზისტას” როლში ყველაზე მეტად ალბათ ფედერიკო ბერნარდესკი უნდა ველოდოთ. “იუვენტუსის” შემტევზე იტალიაში მართლაც დიდი ავანსია გაცემული და ეჭვგარეშეა, რომ ტურინულ გრანდსაც 40 მილიონი მის სანაცვლოდ ტყუილად არ გაუღია. ახლა, რაც შეეხება ახალ სახეებს:

ფედერიკო კიეზა – “ფიორენტინას” ძალიან სწრაფი და ტექნიკური მარჯვენა გარემარბი. ფედერიკო ცნობილი იტალიელი თავდამსხმელის ენრიკო კიეზას შვილია. უკვე მეორე წელია იგი “იების” ლიდერია და ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით დაინტერესებას პსჟ იჩენს. იქამდე, იწერებოდა “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ინტერესზეც.

“იუვენტუსის” საკუთრებაშია, თუმცა იჯარით “ატალანტაში” თამაშობს რიკარდო ორსოლინი. როგორც ამბობენ, “იტალიელი რობენი”. ორსოლინი მართლაც საინტერესო ფიგურაა. 20 წლის შემტევი გასულ ზაფხულს 20 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჯერჯერობით კი “ატალანტას” რიგებში მხოლოდ შეცვლებზე ჩნდება. სამაგიეროდ, იტალიის 21 წლამდე ნაკრების ლიდერად ყალიბდება.

პატრიკ კუტრონე – “ახალ პიპო ინძაგის” ტყუილად არ ეძახიან. კუტრონე მართლაც ძალიან წააგავს ლეგენდარულ თანამემამულეს თამაშის სტილით. “მილანში” მიმდინარე სეზონში არაერთხელ გამოჩნდა და 5 გოლიც მიითვალა (2 სერია A-ში, 3 ევროპა ლიგაზე). რაც მთავარია კუტრონე ასაკითაც ძალზე პატარა გახლავთ – მხოლოდ 19 წლისაა.

იტალიური მედია ნაკრების შეტევაში სიმონე ვერდის, დომენიკო ბერარდის, ანდრეა პეტანიასა და ფედერიკო დი ფრანჩესკოს გამოჩენასაც ვარაუდობს. და, რა თქმა უნდა, მარიო ბალოტელი. “სუპერმარიოს” იტალიის ნაკრებში 2014 წლის მუნდიალის შემდეგ არ უთამაშია. მას არც ანტონიო კონტე იძახდა და არც ჯან პიერო ვენტურა. თუმცა, ფაქტია, ბოლო პერიოდში ბალოტელი ფრანგულ “ნიცაში” ფორმაში შევიდა და მისი ჩამოწერა არ ივარგებს – პოტენციალი მართლაც დიდი აქვს.

ანდრეა ბელოტი (“ტორინო”), ჩირო იმმობილე (“ლაციო”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”), ლორენცო ინსინიე (“ნაპოლი”), სიმონე ძაძა (“ვალენსია”), ფედერიკო ბერნარდესკი (“იუვენტუსი”), ფედერიკო კიეზა (“ფიორენტინა”), რიკარდო ორსოლინი (“ატალანტა” / “იუვენტუსი”), ფედერიკო დი ფრანჩესკო (“ბოლონია”), სიმონე ვერდი (“ბოლონია”), დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ანდრეა პეტანია (“ატალანტა”), პატრიკ კუტრონე (“მილანი”), მარიო ბალოტელი (“ნიცა”).

რაღა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ვრცელი სია არასრულია და თანაც პირობითი. ვინ, როგორ ითამაშებს მომავალში და ვის დაეყრდნობა იტალიის ნაკრების ახალი თავკაცი (რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია), ამას მხოლოდ მომავალი აჩვენებს.

ახალი კაპიტანი

და ბოლოს – “სკუადრა აძურას” აუცილებლად ახალი კაპიტანი ეყოლება. ჯანლუიჯი ბუფონისა და დანიელე დე როსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ეს ცალსახაა. ამ ეტაპზე ორი ვარიანტი არსებობს: კაპიტანი ჯორჯო კიელინი იქნება თუ სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს, ხოლო თუ “იუვენტუსის” მცველმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, მაშინ აპენინელთა ახალი კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი იქნება...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.111847
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X