ფეხბურთი

17:50 | 8.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი VS ემერი

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარი მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის უპირისპირდება. L’Equipe-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ვარსკვლავი ძალზე უკმაყოფილოა ესპანელი სპეციალისტის ვარჯიშებით და მისი მოთხოვნებით.

მეტიც, ნეიმარმა უკვე რამდენჯერმე უარი განაცხადა ვარჯიშზე ემერისგან მიღებული დავალების შესრულებაზე.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელი პსჟ-ს გასულ ზაფხულს ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხის სანაცვლოდ შეუერთდა. უნაი ემერი კი პარიზულ გუნდს სათავეში 2016 წლიდან მოყოლებული უდგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111785