ფეხბურთი

4:00 | 5.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერებმა სტატუს-კვო შეინარჩუნეს

ლა ლიგაში მე-11 ტურის შემდეგ ლიდერებს შორის სხვაობა კვლავ ოთხი ქულა იქნება. “ბარსელონა” ტურის ცენტრალურ მატჩში “ნოუ კამპზე” “სევილიას” დაუხვდა და 3 ქულა დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა.

პირველი ნახევარი “ბარსელონას” კარნახით წარიმართა. კატალონიელებს ბურთი დიდხანს ეჭირათ და მეტოქეს მუდმივად ავიწროვებდნენ, რამაც შედეგი 23-ე წუთზე გამოიღო და სერხიო ესკუდეროს უხეში შეცდომის შემდეგ, პაკო ალკასერმა ანგარიში გახსნა. პაკოს მალე კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა. ასევე მშვენიერი საგოლე შანსი ჰქონდა ლუის სუარესს, რომელმაც სტუმართა მეკარეს ვერ აჯობა.

მეორე ნახევარში ანდალუსიელებმაც გამოიღვიძეს და 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს: ევერ ბანეგამ კუთხური მოაწოდა, მეორე სართულზე ბრძოლაში ყველას გუიდო პიზადომ აჯობა და ძლიერი თავური დარტყმით ტერ შტეგენი უშანსოდ დატოვა. კატალონიელებმა უმალ შეუტიეს და ხერარდ პიკეს შორეული გასროლის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა, ხოლო 65-ე წუთზე ერნესტო ვალვერდეს “შავ სიაში” მოხვედრილმა პაკო ალკასერმა ივან რაკიტიჩის კარგი გადაცემა შეირგო, ახლო მანძილიდან დუბლი გაიფორმა და როგორც ცოტა ხანში გაირკვა, ამ ბურთით “ბარსელონას” 3 ქულა მოუპოვა – 2:1.

“ვალენსია” “მესტალიაზე” “ლეგანესს” დაუხვდა და ლა ლიგაში ზედიზედ მე-7 გამარჯვება მოიპოვა. “ღამურებმა” ტაიმი დანიელ პარეხოს ზუსტი ჯარიმით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში სხვაობა ჯერ როდრიგო მორენომ, ხოლო მატჩის მიწურულს სანტი მინამ გაზარდა. “ლოს ჩე” ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება და მის მსგავსად 30 გოლი აქვს გატანილი.

“ატლეტიკო” “რიასორზე” “დეპორტივოს” ეწვია და ძალიან გაუმართლა, რომ 3 ქულის აღება მოახერხა. 90 წუთი გატანილი გოლების გარეშე ამოიწურა, მაგრამ 91-ე წუთზე ტეიემ ბრწყინვალედ გაისროლა და “როხიბლანკოს” მნიშვნელოვანი გამარჯვება გაუფორმა. “ალავესმა” კი სანტოსის გოლით შინ “ესპანიოლს” სძლია და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

ვალენსია – ლეგანესი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 პარეხო (14), 2:0 როდრიგო (71), 3:0 მინა (82 პენ.)

ალავესი – ესპანიოლი 1:0 (1:0)

გოლი: კ.სანტოსი (1)
გაძევება: ჰერმოსო (39 ე.)

დეპორტივო – ატლეტიკო 0:1 (0:0)

გოლი: ტეიე (91)

ბარსელონა – სევილია 2:1 (1:0)

გოლები: 1:0, 2:1 ალკასერი (23; 65), 1:1 პიზარო (59)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.198675