სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:40 | 4.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იმერული დერბი ქუთაისში
4-5 ნოემბერს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩები გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტურის პირველ შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი“ საკუთარ მოედანზე“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ფოთელებმა ბოლოს მე-14 ტურში მოიგეს. მას შემდეგ გამართული 18 შეხვედრიდან „კოლხეთმა“ 12 წააგო და 6 ფრედ ითამაშა. ბუნებრივია ასეთი ასპარეზობა შავიღვისპირელთა სატურნირო მდგომარეობაზე ცუდად აისახა. გაჩნდა იმის რეალური შანსი, რომ ფოთელებმა გადათამაშების ზონაში ადგილი ვერ შეინარჩუნონ და ლიგიდან პირდაპირ გავარდნენ. კოლხები უშუალო კონკურენტს, ქობულეთის „შუქურას“, მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ. რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა გორელთა მხარეს. „დილას“ გადათამაშების ზონას 4 ქულა აშორებს, ლიგიდან პირდაპირ გავარდნის საფრთხე კი, გიორგი დარასელიას გუნდს არ ემუქრება. რაც არ უნდა იყოს ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და გორელებს სასურველი ადგილის შესანარჩუნებლად ბოლომდე ბრძოლა მოუწევთ.

ეროვნული ლიგის კიდევ ერთი აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ სტუმრად თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება. ქობულეთელები გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე არიან და შესაბამისად ლიგიდან გავარდნის უმთავრეს კანდიდატებად ითვლებიან. თუმცა აჭარლებმა ბოლო ტურებში თამაში გამოასწორეს და გადათმაშებაში მონაწილეობის კარგი შანსი გაუჩნდათ. თავისმხრივ მეოთხე ადგილზე მოსახვედრად იბრძვის ლოკო. მიზნის მისაღწევად კი, გიორგი დევდარიანის გუნდს დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენება სჭირდება. მიმდინარე სეზონში თბილისურ და ქობულეთურ კლუბებს შორის გამართული სამი შეხვედრიდან ორი „ლოკომოტივმა“ მოიგო, ერთი კი, „შუქურამ“.

33-ე ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა 5 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის „საბურთალო“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ საჩხერის „ჩიხურას“ მიიღებს. საბურთალოელები თანაქალაქელი „ლოკომოტივის მსგავსად ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან და ადგილის შესანარჩუნებლად მოახლოვებულ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდებათ. გია ჭიაბრიშვილის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, საზაფხულო შესვენების შემდეგ გამართული 14 შეხვედრიდან თბილისელებმა რვაჯერ მოიგეს, ოთხჯერ ფრე ითამაშეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ. განსხვავებულ სიტუაციაში არიან საჩხერელები. მიმდინარე სეზონში „ჩიხურა“ ვერც მაღალი ადგილებისთვის იბრძვის და არც ეროვნული ლიგიდან გავარდნა ემუქრება. აქედან გამომდინარე, სოსო ფრუიძის გუნდმა აქცენტი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე გააკეთა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 1 ნოემბერს გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ჩიხურამ“ ხონის „იმერეთი“ დამაჯერებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა და ფინალურ მატჩში ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს“ შეხვდება. თბილისელები 68 ქულით პირველ ადგილზე არიან და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობენ. თუმცა კახა კაჭარავას გუნდი უშუალო კონკურენტს, ქუთაისის „ტორპედოს“, მხოლოდ 4 ქულით უსწრებს და დარჩენილ შეხვედრებში წარუმატებელი თამაში დედაქალაქელებს შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ. ბათუმელებს დიდი ალბათობით ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა გადამაშებაში მოუწევთ, მაგრამ აჭარულ გუნდს უძლიერესთა შორის პირდაპირ დარჩენის შანსიც აქვს და რა თქმა უნდა, ასლან ბალაძის გუნდი ამ შანსის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება, ეს კი, შეხვედრას დამატებით ინტრიგას სძენს.

ტური იმერული დერბით დასრულდება. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „ტორპედო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. გუნდები სატურნირო ცხრილში გვერდი-გვერდ იმყოფებიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. ქუთაისელები 64 ქულით მეორე ადგილზე არიან, სამტრედიელებს კი, 61 ქულა აქვთ და მესამე ადგილს იკავებენ. აღნიშნულ შეხვედრა საჩემპიონო ბრძოლაში შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს. მარცხის შემთხვევაში ტორპედოელები ჩემპიონობის შანსს კიდევ უფრო შეიმცირებენ. სამტრედიელები კი, სამი ქულის მოპოვებით ტიტულის დაცვის თეორიულ შანსს შეინარჩუნებენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში „ტორპედო“ „სამტრედიასთან“ არ დამარცხებულა. ჩატარებული სამი შეხვედრიდან ქუთაისელებმა ორი მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა.

ELIGA.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109322
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X