სხვა

20:50 | 1.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ცეცხლი სამხრეთ კორეაში

დღეს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი საბერძნეთიდან სამხრეთ კორეაში ჩაიტანეს. ქალაქ ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ სამხრეთ კორეის მთავრობის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პიონჩანგ 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, ვეტერანი ოლიმპიელები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები, სპორტის გულშემატკივრები.

ოლიმპიური ცეცხლი ჩაიბარეს სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრმა ნაგიონ ლიმ და ფიგურულ ციგურაობაში ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა კიმ იუ ნამ. პირველი მეჩირაღდნის პატივი ერგო 13 წლის კორეელ მოციგურავეს იუ იუნს, რომელმაც გაირბინა 200 მეტრი და ჩირაღდანი გადასცა ესტაფეტის მომდევნო მონაწილეს, ცნობილ კომიკოსს იო ჯი-სიკს. 2018-კილომეტრიან ცეცხლოვან ესტაფეტაში სულ მონაწილეობას მიიღებს 7 500 ადამიანი. ისინი გაივლიან სამხრეთ კორეის 8 პროვინციას და 20 დიდ ქალაქს,100-დღიანი მოგზაურობის შემდეგ კი, 2018 წლის 9 თებერვალს, თამაშების გახსნის ცერემონიალზე, ოლიმპიურ ცეცხლს პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე აანთებენ.

„ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 100 დღით ადრე ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თითოეული მონაწილესთვის ეს იქნება საოცარი გამოცდილება. საორგანიზაციო კომიტეტისა და კორეის მთავრობის შესანიშნავი მუშაობის წყალობით, მზადება მიდის სრული სვლით. ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა ოლიმპიურ სულს გაავრცელებს ქვეყნის ყველა კუთხეში, გააღვივებს მოლოდინს და ენთუზიაზმს,“ - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელიც საგანგებო წერილით გამოეხმაურა ოლიმპიური ცეცხლის ჩატანას სამხრეთ კორეაში.

geonoc.org.ge

თეგებიპიონჩანგ 2018
0.122706