სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:49 | 31.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: სწორება "მარადიული ქალაქისკენ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. დღეს ოთხ ქვეჯგუფში რვა მატჩი გაიმართა. დღის ცენტრალური შეხვედრა რომში შედგება, სადაც “რომა” ლონდონის “ჩელსის” დაუხვდება.

“სტემფორდ ბრიჯზე” გუნდებმა ნამდვილი წარმოდგენა შემოგვთავაზეს (3:3). “ჩელსიმ” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, ხოლო ედინ ჯეკომ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. მოკლედ, ახლა “სტადიო ოლიმპიკოზე” მეორე სერია იქნება. “არისტოკრატებმა” იმის მერე მიჯრით სამი თამაში მოიგეს და ხასიათი მკვეთრად გამოიკეთეს. თავის მხრივ, არც “რომა” უჩივის უხასიათობას, რადგან მანაც სამი შეხვედრა მოიგო და თან ყველა ერთნაირი ანგარიშით (1:0).

ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. “ჯალოროსის” ბრუნო პერესი და გრეგორი დეფრელი დააკლდება, ხოლო ლონდონელთა რიგებში ნგოლო კანტე გამოჯანმრთელდა, მაგრამ მისი თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ინტრიგა სატურნირო ცხრილის მნიშვნელობითაც არ აკლია. “ჩელსი” ჯგუფს ლიდერობს, მაგრამ ანტონიო კონტეს გუნდს გარანტირებული ჯერაც არაფერი აქვს. მითუფრო “რომას” – ეუსებიო დი ფრანჩესკოს ბიჭებმა პირველი წრე ჩინებულად განვლეს, მაგრამ “ატლეტიკო” მაინც სათოფეზეა. და ბოლოს, “სტადიო ოლიმპიკოზე” “ჩელსიმ” ბოლოს 2009 წელს ითამაშა და მაშინ “მგლებმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს: კრისტიან პანუჩის გოლით და მირკო ვუჩინიჩის დუბლით “რომამ” (3:1) მოიგო.

ამავე ჯგუფში მადრიდის “ატლეტიკო” აზერბაიჯანის ჩემპიონ “ყარაბაღს” დაუხვდება. ორი კვირის წინ ბაქოში სენსაცია დაფიქსირდა და “როხიბლანკომ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. შესაბამისად, ახლა დიეგო სიმეონეს გუნდს ყველა გზა მოჭრილი აქვს – გარდა გამარჯვებისა. ისე, მადრიდული გუნდი საკმაოდ არასტაბილურად თამაშობს. ლა ლიგაში უკვე ბევრი ქულა გაანიავა და მათ შორის, ბოლო ტურში შინ “ვილიარეალთან” (1:1).

A ჯგუფში პირველი ადგილის ბედი გარკვეულია. “მანჩესტერ იუნაიტედი” იმდენად დამაჯერებლად თამაშობს, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობს. “წითელი ეშმაკები” ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოლოდინში არიან და წესით საწადელის მიღწევა არც გაუჭირდებათ. “ბენფიკა” ხომ უსუსუსრად თამაშობს მიმდინარე სეზონში აქამდე გამართული ყველა მატჩი უშანსოდ წააგო.

სამაგიეროდ, ბრძოლაა მოსალოდნელი “სენტ იაკობს პარკზე”, სადაც “ბაზელი” ცსკა-ს დაუხვდება. შვეიცარიის ჩემპიონმა მოსკოვში გაიმარჯვა და დიდი ნაბიჯი გადადგა მეორე ადგილისკენ. თუმცა, ახლა საქმე ბოლომდეა მისაყვანი. რაფაელ ვიკის გუნდმა დღეს თუ მოიგო პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებს. მოკლედ, “ბაზელს” უნიკალური შანსი აქვს, რომ მერვედფინალში ადგილი ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდოს.

B ჯგუფშიც ყველაფერი გარკვეულია – “პარი სენ ჟერმენისა” და “ბაიერნის” უპირატესობა მეტოქეებთან შედარებით კოლოსარულია. შესაბამისად, ახლა მხოლოდ ისაა საკითხავი, რამდენად მოახერხებენ “სელტიკი” და “ანდერლეხტი” თუნდაც მცირე წინააღმდეგობის გაწევას ფრანგული და გერმანული გრანდებისთვის.

და ბოლოს, D ჯგუფი: კატალონიის “ბარსელონა” ათენშია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვებას საბერძნეთის ჩემპიონ “ოლიმპიაკოსთან” გეგმავს. “ბარსამ” სეზონი დიდებულად დაიწყო. მართალია, ერნესტო ვალვერდე ცოტა პრაგმატულ ფეხბურთს ათამაშებს “ბლაუგრანას”, მაგრამ ფაქტია ამას შედეგი მოაქვს. რაც მთავარია, “ბარსელონა” ფაქტობრივად გოლს არ უშვებს. ესპანეთის სუპერთასის მატჩებს თუ არ ჩავთვლით, კატალონელებმა აქამდე მხოლოდ 4 გოლი გაუშვეს. რაც მთავარია, ჩინებულ ფორმაშია ლიონელ მესი...

გაცილებით მეტი წყდება ლისაბონში, “ჟოზე ალვალადეზე” – “სპორტინგი” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს და ბოლო შანსი აქვს, რომ მერვედფინალისთვის ბრძოლა გააგრძელოს. და, თუ ისე მოხდა, რომ ჟორჟე ჟესუსის გუნდმა იტალიის ჩემპიონი დაამარცხა, პლეი-ოფისკენ მართლაც დიდ ნაბიჯს გადადგამს. თავის მხრივ, “იუვე” თუ მოიგებს, ოფიციალურად გაიფორმებს მერვედფინალს. მოკლედ, ლისაბონური დაპირისპირება მართლაც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ორი კვირის წინ, “იუვემ” წვალებით, მაგრამ მაინც სძლია მეტოქეს. ვნახოთ, რა მოხდება ამჯერად.

A ჯგუფი

“მანჩესტერი” – “ბენფიკა”

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

“მანჩესტერი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, ბაი, დარმიანი; ერერა, მატიჩი; მატა, მხითარიანი, მარსიალი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ბენფიკა” (4-4-2): სვილარი; დუგლასი, რუბენ დიასი, სამარისი, გრიმალდო; ფეისა, პიცი, სალვიო, დიოგო გონსალვეში; ხიმენესი, ჟონასი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

მსაჯი: გედიმინას მაზეიკა (ლიტვა)

“ბაზელი” – ცსკა

“ბაზელი”, სეტნ იაკობს პარკი”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

“ბაზელი” (3-5-2): ვაცლიკი; სუხი, აკანჯი, ბალანტა; ლანგი, ჯაკა, ზუფი, სტეფენი, პეტრეტა; ელიოზუსი, აჯეტი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

ცსკა (5-3-2): აკინფეევი; ნაბაბკინი, ვასინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; გოლოვინი, ვერნბლუმი, ძაგოევი; ვიტინიო, ჩალოვი

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

B ჯგუფი

“სელტიკი” – “ბაიერნი”

გლაზგო, “სელტიკ პარკი”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

“სელტიკი” (4-4-1-1): გორდონი; ლუსტიგი, ბიტონი, ბოიატა, ტიერნი; ფორესტი, ბრაუნი, არმსტრონგი, სინკლერი; როგიჩი; დემბელე

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; მარტინესი, რუდი; ხამესი, ტიაგო ალკანტარა, კომანი; რობენი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

პსჟ – “ანდერლეხტი”

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

პსჟ (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი, რაბიო, დრაქსლერი; დი მარია, კავანი, ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ანდერლეხტი” (4-3-3): სელსი; დენდოკერი, კარა, დეშახტი, აპია; კუმსი, ტრებელი, გერკენსი; ონიეკურუ, ტეოდორშიკი, ჰანი

მწვრთნელი: იან ვანჰაეზბრუკი

მსაჯი: დავიდ ფერნანდესი (ესპანეთი)

C ჯგუფი

“რომა” – “ჩელსი”

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, ჟუან ჟესუსი, ფაციო, კოლაროვი; სტროტმანი, ნაინგოლანი, პელეგრინი; პეროტი, ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ჩელსი” (3-4-2-1): კურტუა; რუდიგერი, კეჰილი, დავიდ ლუიზი; ასპილიკუეტა, ბაკაიოკო, ფაბრეგასი, ალონსო; აზარი, პედრო; მორატა

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

“ატლეტიკო” – “ყარაბაღი”

მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ლუკასი, ფილიპე ლუიში; საულ ნიგეზი, გაბი, პარტეი, კორეა; გრიზმანი, გამეირო

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ყარაბაღი” (4-5-1): შეჰიჩი; მედვედევი, სადიგოვი, რჟენჩინაკი, აგოლი; გარაიევი, პედრო ენრიკე, ალმეიდა, მიჩელი, გეურიე; მადატოვი

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)

D ჯგუფი

“ოლიმპიაკოსი” – “ბარსელონა”

ათენი, “კარაისკაკისი”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): პროტო; ფიგერაში, ბოტია, ენგელსი, კუტრისი; რომაო, ჟილე, ჟდიელარი; კარსელა-გონსალესი, ფორტუნისი, ემენიკე

მწვრთნელი: ტაკის ლემონისი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, მასკერანო, უმტიტი, ალბა; პაულინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; დეულოფეუ, ლუის სუარესი, მესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

“სპორტინგი” – “იუვენტუსი”

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

31 ოქტომბერი, 23:45 საათი

“სპორტინგი” (4-4-2): რუი პატრისიუ; რისტოვსკი, კოატეში, ანდრე პინტო, კოენტრაუ; ჟელსონი, ბატალია, ბრუნო ფერნანდესი, აკუნია; ალან რუისი, დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, ხედირა; დუგლას კოშტა, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116483
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X