ჩოგბურთი

22:54 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ბაზელის მერვე ტიტულს დაუმიზნა

დიდი სლემის 19-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ბაზელის ტურნირის 1/16-ფინალში რეიტინგის 76-ე ნომერი ფრენსის ტიაფო 6:1, 6:3 გაანადგურა. როჯერს შეხვედრის მოსაგებად 1 საათი დასჭირდა. ორივე სეტი შვეიცარიელმა მარტივად გაიარა.

მომდევნო ეტაპზე როჯერი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება, მატჩი 26 ოქტომბერს თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.

როჯერს ბაზელის ტურნირი 7-ჯერ აქვს მოგებული (2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2014, 2015).

0.121725