ფეხბურთი

2:54 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" და "სპარტაკის" შოუ, ამაყი "ტოტენჰემი და უფერული "დორტმუნდი" (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური ძალზე შედეგიანი გამოდგა. რვა მატჩი და 31 გოლი – მართლაც დიდებული შედეგია. გამოირჩნენ “ლივერპული” და მოსკოვის “სპარტაკი”. მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ქულები დაკარგა, ხოლო დორტმუნდის “ბორუსიამ” ჯგუფიდან გასვლის რთული საკითხი კიდევ უფრო გაირთულა.

E ჯგუფი

“ლივერპულს” გამარჯვება მოპოვენული არ ჰქონდა და ადვილი მისახვედრიც გახლდათ, რომ იურგენ კლოპის გუნდი სლოვენიაში 3 ქულას მოიპოვებდა. თუმცა, ის, რაც “ლიუდსკი სთედიუმზე” მოხდა, მაინც ძნელად წარმოსადგენი იყო – 0:7. “წითლებმა” ფაქტობრივად ივარჯიშეს და კარგა გვარიანადაც გამოიკეთეს ხასიათი. ინგლისური გრანდი უდიდეს უპირატესობას ფლობდა და შეეძლო გაცილებით დიდი სხვაობით მოეგო.

თუმცა 7:0-საც არაფერი დაეწუნება. აღვნიშნოთ, რომ ამაზე დიდი ანგარიშით ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად არავის მოუია. მაგრამ, რაც რეკორდია – 7:0 გასვლაზე “მარსელმა” “ჟილინა” (2010 წელს) და “შახტარმა” “ბატე” დაამარცხა (2014 წელს). ისე კი, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი ანგარიშით მაინც “ლივერპულს” აქვს მოგებული – 2007 წელს “ბეშიქთაში” 8:0 გაანადგურა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა – ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ “სევილია” ასე შერცხვებოდა მოსკოვში. არც არაფერი მოასწავებდა ამას. ქვინსი პრომესის გოლი მალევე გაქვითეს ანდალუზიელებმა და მერეც, რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავეს. მაგალითად, ბენ იადერმა დაუცველ კარში ვერ შეაგდო და აი, მერე დაიწყო, მაგრამ, რა დაიწყო...

“სახალხო გუნდმა” “დალაქებს” თქმები გაკრიჭა – 5:1. მასიმო კარერას გუნდმა უბრალოდ შთამბეჭდავად ითამაშა. საწყენია, რომ ამ სპექტაკლში მონაწილეობა არ მიუღია ჯანო ანანიძეს, რომელიც ტრავმირებულია.

ამასობაში ნახევარი გავიდა და “ლივერპული” 5 ქულით ლდიერია. ამდენივე ქულა აქვს “სპარტაკს”, ხოლო “სევილია” 4 ქულით მესამეა. “მარიბორი” რა თქმა უნდა, გამოკვეთილი აუტსაიდერია.

“მარიბორი” – “ლივერპული” 0:7 (0:4) VIDEO

მარიბორი, “ლიუდსკი სთედიუმი”

მაყურებელი: 12 506

“მარიბორი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მილეჩი, რაიჩევიჩი, შულერი, ვილერი; კაბა, ვროვეცი; კრამარიჩი(ჰოტიჩი 58), აჰმედი (პილერი 58), ბოჰარი (მესანოვიჩი 81); ტავარეში

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

“ლივერპული” (4-4-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ლოვრენი, მორენო; ემრე ჯანი, ვეინალდუმი (სოლანკე 76), მილნერი; სალაჰი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 57), ფირმინო (სტარიჯი 68), კოუტინიო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 ფირმინო (4), 0:2 კოუტინიო (13), 0:3 სალაჰი (19), 0:4 სალაჰი (40), 0:5 ფირმინო (54), 0:6 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (86), 0:7 ალექსანდერ-არნოლდი (90)

გაფრთხილება: მილეჩი (45), ვროვეცი (80), ჰოტიჩი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 20 (13) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 0:9 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

“სპარტაკი” – “სევილია” 5:1 (1:1) VIDEO

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა”

მაყურებელი: 44 307

“სპარტაკი” (4-2-3-1): სელიხოვი; ეშჩენკო, ტასკი, ჯიქია, კომბაროვი; ფერნანდო, გლუშაკოვი; სამედოვი (მელგარეხო 25), პოპოვი (პაშალიჩი 57), პრომესი; ლუის ადრიანო

მწვრთნელი: მასიმო კარერა

“სევილია” (4-3-3): მერკადო, კიაერი, ლენგლე, ესკუდერო; ბანეგა, პიზარო, კრონ-დელი (ვასკესი 68); ნოლიტო (ნავასი 76), ბენ იადერი (მურიელი 82), სარაბია

მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 პრომესი (18), 1:1 კიაერი (30), 2:1 მელგარეხო (58), 3:1 გლუშაკოვი (67), 4:1 ლუის ადრიანო (74), 5:1 პრომესი (90)

გაფრთხილება: ჯიქია (34), ფერნანდო (45) – ესკუდერო (37), პიზარო (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (9) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 0:9 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

F ჯგუფი

დიდებული აფიშა ჰქონდა “სიტი” – “ნაპოლის” მატჩს – სანახაობა შედგა, მაგრამ ერთი გუნდის შესრულებით. “ქალაქელებმა” იტალიელები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და სამართლიანადაც მოიპოვეს 3 ქულა. “ნაპოლისთვის” კატასტროფული გამოდგა პირველი ტაიმი, რომელშიც “სიტი” უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მალევე წაიყვანა ანგარიში, თანაც ორბურთიანი უპირატესობით. ერთადერთი, რასაც მაურიციო სარის გუნდი პირველ ნახევარში გამორჩა პენალტი იყო. პენალტი, რომელიც დრის მერტენსმა საშინლად შეასრულა და ვერ გაიტანა. მეორე ნახევარი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და ერთი ბურთიც გაქვითეს – ისევ პენალტი და ამჯერად დიავარამ შანსი ხელიდან არ გაუშვა. თუმცა, მეტი ვეღარაფერი შეძლეს ნეაპოლიტანელებმა და დამსახურებულად წააგეს.

13 წუთი ითამაშა დავით ხოჭოლავამ – ქართველი როტერდამის “ფეიენოორდთან” მატჩის მიწურულს გამოჩნდა მოედანზე და თავისი გუნდის გამარჯვებაში მოკრძალებული წვლილივ შეიტანა. “შახტარმა” ჰოლანდიის ჩემპიონისგან სწრაფადვე გაუშვა გოლი, მაგრამ მერე ბრაზილიელმა ბერნარდმა დუბლი შეასრულა – 1:2.

“შახტარს” ჩინებული შანსი აქვს ჯგუფიდან გასვლის – “ნაპოლის” 3 ქულით უსწრებს. იტალიელები კი, მიუხედავად შიდა ჩემპიონატში დიდებული თამაშისა, ლიგაზე უფერულად ირჯებიან. როგორც ჩანს, “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგა არ ადარდებს...

“ფეიენოორდი” – “შახტარი” 1:2 (1:1) VIDEO

როტერდამი, “დე კუიპი”

მაყურებელი: 43 500

“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; ნიევკუპი (ტოორნსტრა 61) , ვან ბეკი (კრამერი 77), სენტ ჯასტი, ჰაპსი; ამრაბატი, ელ აჰმადი, ვილენა; ბერგუისი, იორგენსენი(ლარსონი 67), ბოეტუსი

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი (ზუბკოვი 90), ტაისონი, ბერნარდი (კოვალენკო 70); ფერეირა (ხოჭოლავა 77)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 1:0 ბერგუისი (8), 1:1 ბერნარდი (24), 1:2 ბერნარდი (54)

გაფრთხილება: ელ აჰმადი (66), ამრაბატი (87) – რაკიცკი (48, 75), ტაისონი (64), კოვალენკო (77), ბუტკო (90)

გაძევება: რაკიცკი (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 6 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

“მანჩესტერ სიტი” – “ნაპოლი” 2:1 (2:0) VIDEO

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი"

მაყურებელი: 48 520

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ოტამენდი, დელფი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (გუნდოგანი 76); სტერლინგი (ბერნარდო სილვა 70), ჟესუსი (დანილო 87), სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი (მაჯო 70), ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (ოუნა 78); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (ალანი 56)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 სტერლინგი (9), 2:0 ჯესუსი (13), 2:1 დიავარა (73, პენ)

გაფრთხილება: უოლკერი (37), დე ბრუინი (44), ფერნანდინიო (72) – ალბიოლი (74), მაჯო (79)

გამოუყენებელი პენალტი: მერტენსი (38, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 5 (4) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

G ჯგუფი

ჯგუფური ეტაპის პირველი წრე მიილია და ფანტასტიკურია “ბეშიქთაში” – თურქეთის ჩემპიონს ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. შენოლ გიუნეშის გუნდი ამჯერად “მონაკოს” ეწვია და შინ გამარჯვებული დაბრუნდა. მართალია, თავიდან “თავადები” რადამელ ფალკაომ დააწინაურა, მაგრამ მერე ჯენკ თოსუნი გამოირჩა დუბლით. თუ, “არწივები” დიდებულად თამაშობენ, “მონაკოს” საქმე უკვე მძიმედაა: 3 თამაში და კინკილა ქულა.

ისტორიული თამაში მოიგი “ლაიფციგმა” – გერმანიის ვიცე-ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა: თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე “პორტუმ” გაათანაბრა. მერე იყო სამწუთიანი ინტერვალი და “ლაიფციგის” ორი გოლი. ტაიმის ბოლოს მარკანოს გოლით “დრაკონები” თამაშში დაბრუნდნენ, მაგრამ მიუხედავად საკმარისი დროისა, მარცხისგან თავი ვერ დაიძვრინეს.

ამ გამარჯვებით “ლაიფციგი” მეორე პოზიციაზე გადავიდა, ხოლო “პორტუ” ერთი გამარჯვებითა და ორი მარცხით მესამეა. და მაინც, ამ ჯგუფიდან “ბეშიქთაშის” გარდა, გარანტირებული არავის არაფერი აქვს.

“მონაკო” – “ბეშიქთაში” 1:2 (1:1) VIDEO

მონტე კარლო, “ლუი II”

მაყურებელი: 7 403

“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; სიდიბე (ბოსკილია 79), გლიკი, ჟემერსონი, ტურე; ტილემანსი (ლოპესი 57), მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი; კეიტა, ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; ადრიანო, პეპე, ტოშიჩი, ჯანერ ერკინი; არსლანი (მედელი 74), ჰატჩინსონი; კვარეჟმა, ტალისკა (ოზიაკუპი 74), ბაბელი; ჯენკ თოსუნი (ნეგრედო 89)

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

გოლები: 1:0 ფალკაო (30), 1:1 ჯენკ თოსუნი (34), 1:2 ჯენკ თოსუნი (54)

გაფრთხილება: კეიტა (49) - პეპე (16), არსლანი (36)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 9 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

“ლაიფციგი” – “პორტუ” 3:2 (3:2) VIDEO

ლაიფციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 41 496

“ლაიფციგი” (4-3-3): გულაჩსი; კლოსტერმანი, ორბანი, უპემეჩანო, ჰალსტენბერგი; კეიტა, ზაბიცერი, კამპლი; ბრუმა (ვერნერი 75), ოგუსტინი (პოულსენი 76), ფორსბერგი (ბერნარდო 90)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“პორტუ” (4-4-2): ჟოზე სა; ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; მარეგა, ერერა (ერნანი 81), დანილო, ოლივეირა (ოლივერ ტორესი 58); აბუბაკარი, ბრაჰიმი (კორონა 76)

მწვრთნელი: სერჟიო კონსეისაო

გოლები: 1:0 ორბანი (8), 1:1 აბუბაკარი (18), 2:1 ფორსბერგი (38), 3:1 ოგუსტინი (41), 3:2 მარკანო (44)

გაფრთხილება: ორბანი (47) – ბრაჰიმი (46), ოლივეირა (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 7 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

H ჯგუფი

მადრიდის “რეალი” “ტოტენჰემთან” ფავორიტი იყო, მაგრამ მაურისიო პოჩეტინიოს გუნდმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არ დაუდო. მეტიც, რიგ ეპიზოდებში რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა. მართალია, “რეალი” უფრო მეტჯერ იყო ახლოს გოლთან, მაგრამ ეს “ტოტენჰემის” გარჯას არ უკარგავს. “მამლები” ტაიმის შუაწელს რაფაელ ვარანის ავტოგოლით წინაც გავიდნენ. კრიშტიანუ რონალდუმ კი, ტაიმის ბოლო მიწურულს პენალტით გაათანაბრა.

საბოლოოდ ფრე, რომელიც წესით ორივე გუნდს აწყობდა. ამასობაში, “დორტმუნდმა” კონკურენტების ქულების დაკარგვით ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო. პეტერ ბოშის გუნდი აშკარად კრიზისშია – ნიქოზიაში, “აპოელთან” ვერაფერს გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამს ძალიან რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, “ყვითლების” თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა და 3 ქულას არც იმსახურებდა.

საერთოდაც, “დორტმუნდს” ქულის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა, რადგან თავიდან აგებდა. 1 ქულა კი გერმანულ გუნდს არაფერში წაადგება და მხოლოდ იმით თუ დაიმშვიდებს თავს, რომ მესამე ადგილი ევროპა ლიგის საგზურს იძლევა. უფრო მეტისთვის “დორტმუნდს” ბრძოლა ნამდვილად გაუჭირდება.

“რეალი” – “ტოტენჰემი” 1:1 (1:1) VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 76 589

“რეალი” (4-3-3): ნავასი; ჰაკიმი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ისკო (ვასკესი 87), ბენზემა (ასენსიო 76), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; ორიე, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი; დაიერი, უინკსი; სისოკო (სონი 89), ლორენტე (როუზი 80), ერისკენი; კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

გოლები: 0:1 ვარანი (28, ა.გ), 1:1 რონალდუ (43, პენ)

გაფრთხილება: რონალდუ (32) – ორიე (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:8 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

“აპოელი” – “დორტმუნდი” 1:1 (0:0) VIDEO

ნიქოზია, “ნეო GშP სთედიუმი”

მაყურებელი: 15 604

“აპოელი” (4-2-3-1): ვატერმანი (გუდინო 45); ვუროსი, მერკისი, რუედა, ლაგო; ვინისიუსი, ნუნუ მორაიში; ზაიდი, ებესილიო (სალაი 72), ალონეფტისი; დე კამარგო (პოტე 30)

მწვრთნელი: გეორგ დონისი

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; ბარტრა, სოკრატისი, ტოპრაკი (ტოლიანი 59), შმელცერი (ფილიპი 73); კაგავა, ვაიგლი, გიოტცე; იარმოლენკო (ისაკი 82), ობამეიანგი, პულიშიჩი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 1:0 პოტე (62), 1:1 სოკრატისი (67)

გაფრთხილება: ებესილიო (20), პოტე (87), სალაი (88) – ტოლიანი (77), ვაიგლი (84), სოკრატისი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 12 (4) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:11 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115173