იტალიური “ნაპოლისა” და სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წინააღმდეგია. როგორც სლოვაკმა ფეხბურთელმა განაცხადა, ეს უბრალოდ სირცხვილია.
“მიზანი მეორე ადგილის დაკავება იყო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა, ახლა ჩვენზე არაფერია დამოკიდებული და შესაძლოა პლეი-ოფში მაინც ვერ მოვხვდეთ, მიუხედავად იმისა დავამატკიცეთ, რომ ამას ვიმსახურებდით.
ძალიან ძლიერ ჯგუფში დავიკავეთ მეორე ადგილი, მაგრამ ახლა სხვების შედეგზე ვართ დამოკიდებული. ეს სირცხვილია”, - აღნიშნა ჰამშიკმა.
საქმე ისაა, რომ პლეი-ოფში 9 მეორეადგილოსნიდან მხოლოდ რვა საუკეთესო გუნდი ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მათთვის ცალკე ცხრილია შექმნილი, რომელშიც ჯგუფში ბოლოადგილოსან გუნდთან მიღწეული შედეგები არ შედის.
სლოვაკეთის ნაკრები პლეი-ოფში მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხვდება: თუ უელსი – ირლანდია ან უკრაინა – ხორვატია ფრედ დასრულდება. გარდა ამისა რჩება კიდევ ერთი გზა: ბელგრადში, საქართველოს ნაკრებმა სერბეთი უნდა დაამარცხოს.