სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:20 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია: "უნდა გავიდეთ მოედანზე და შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშოთ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვაკო გვილია სერბეთთან მატჩის წინ, სასტუმრო ''რედისონ ბლუში, სადაც ეროვნული ნაკრებია დაბინავებული, ქართველ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ მატჩში სერბეთი ფავორიტია, საქართველოს ნაკრებისგან რას უნდა ველოდეთ?

რა თქმა უნდა, რეალურად უნდა შევაფასოთ ვითარება, სერბეთის ნაკრები ყოველთვის ცდილობს უპირატესობის მოიპოვებას, თუმცა არც ჩვენ ვაპირებთ უკან დახევას. მეტოქის არ გვეშინია, დიდი ხანია ველოდებით პირველ გამარჯვებას და ვეცდებით, დღეს მოვიპოვოთ სამი ქულა.

– სერბეთთან პირველი მატჩის შემდეგ დიდი დრო გავიდა, როგორ ფიქრობ, რატომ ვერ მოვახერხეთ მეორე ტაიმში მაღალ დონეზე თამაში? პირველ ტაიმში გოლი გავიტანეთ და უპირატესობას ვფლობდით...

– გარკვეული მიზეზების გამო, სხვადასხვა ფაქტორები იყო, მაგრამ ახლა წარსულზე ფიქრის დრო არაა. უნდა გავიდეთ მოედანზე და შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშოთ.

- რა შეიცვალა სერბეთთან პირველი მატჩის შემდგომ? როდის უფრო ძლიერი ვიყავით - მაშინ თუ ახლა?

– პირველ მატჩში გვყავდა ჯანო ანანიძე, ნიკა კაჭარავა, დღეს არაერთი ფეხბურთელი გვაკლია ტრავმის გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და მაქსიმუმი გავიღოთ.

– ''ბატეში'' შენი თანაგუნდელია სერბეთის ნაკრების ფეხბურთელი მილუნოვიჩი. მასთან ხომ არ გისაუბრია დღევანდელი მატჩის შესახებ?

– სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ვესაუბრე მას, ვთქვით, რომ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება, მრავილსმომცველი საუბარი არ გვქონია.

– ''რაიკო მიტიჩზე'' ანშლაგია მოსალოდნელი. რამდენად მზად ხართ რთულ ატმოსფეროში სათამაშოდ?

– უელსშიც ანშლაგი იყო, ირლანდიაშიც, ამგვარ სიტუაციაში თამაშს მივეჩვიეთ, გამოცდილება დაგვიგროვდა. როცა სტადიონზე ბევრ გულშემატკივარს ვხედავ, ჩემი მოტივაცია იზრდება.

– ''ბატეში'' შენს უთამაშებლობას ხელოვნური ელფერი დაკრავს, ხომ არ გეგმავ კლუბის გამოცვლას?

– სიმართლე გითხრათ, დღეს ნაკრებში ვარ და კლუბის შესახებ კომენტარის გაკეთება არ მინდა, თუმცა პრობლემაა უთამაშებლობა და ამ თემაზე ნამდვილად ვფიქრობ.

სერბეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი დღეს, ბელგრადში, რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის თამარ ჯიშკარიანი ბელგრადიდან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.121898
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X