მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ამიერიდან იუპ ჰაინკესი იქნება. გერმანული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 72 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერს" 2018 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. ჰაინკესმა ერთი კვირის დათხოვილი კარლო ანჩელოტის შეცვალა.
"სამწვრთნელო საქმიანობას არცერთ სხვა გუნდში არ დავუბრუნდებოდი. თუმცა, "ბაიერნი" ჩემს გულშია. ერთი სული მაქვს როდის შევუდგები საქმიანობას", - აღნიშნა იუპმა.
აღსანიშნავია, რომ იუპ ჰაინკესი "ბაიერნში" მესამედ დაბრუნდა. მიუნხენურ გიგანტს გამოცდილი სპეციალისტი 1987-1991 და 2011-2013 წლებში წვრთინდა. სწორედ 2013 წელი გამოდგა "ბაიერნისთვის" ძალზე წარმატებული და ისტორიული ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოიგო რა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. აღსანიშნავია, რომ იმავე წლის ზფხულიდან მოყოლებული გერმანელმა სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტა.